ალეგრი: “იუვენტუსი” კრიზისში არ არის”
ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ კატეგორიულად უარყო მოსაზრება “ბებერი ქალბატონის” კრიზისში ყოფნის შესახებ და აღნიშნა, რომ მათთვის დაკარგული ჯერ არაფერი არ არის.
“იუვენტუსი” კრიზისში არ არის. ჩვენ ჩემპიონატში ჯერ არაფერი დაგვიკარგავს, “ნაპოლისთან” სხვაობა რამდენიმე ქულაა და ესეც იმიტომ, რომ ისინი ბრწყინვალე თამაშს აჩვენებენ.
ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპის საგზურს,ვფიქრობ, მომდევნო ტურში მოვიპოვებთ, ამის კარგი შანსები გვაქვს. ორი წლის წინ ნამდვილად ახლოს ვიყავით კრიზისთან, ახლა კი ყველაფერი კაგად არის,” – ციტირებს ალეგრის სიტყვებს Football Italia.