ალეგრი მომავალზე საუბრისას: “ყველაფერი შედეგებზეა დამოკიდებული”
ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, რომლის გადაბირების სურვილსაც “არსენალისა” და “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები გამოთქვამენ, პრესასთან საკუთარ მომავალზე ისაუბრა.
“ყველაფერი შედეგებზეა დამოკიდებული. თუ მოვიგებთ, მაშინ ყველაფერი კარგადაა, ხოლო თუ წავაგებთ, სიტუაცია გართულდება. დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ბედნიერი ვარ და კლუბთან კონტრაქტი 2020 წლამდე მაკავშირებს,” – აცხადებს მასიმილიანო ალეგრი.
როგორც იცით, “მილანის” ყოფილი თავკაცი ახლახან 2017 წლის სერია ა-ს საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. მისი გუნდი კი მიმდინარე სეზონში საკმაოდ კარგად გამოიყურება და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშიც თამაშობს.