ალეგრი: „ნაპოლისთან“ მოგება ადვილი არ იყო“
„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ნაპოლისთან“ განვლილი შეხვედრა შეაფასა, რომელიც მისმა გუნდმა 88-ე წუთზე სიმონე ძაძას მიერ გატანილი გოლით მოიგო.
„ეს ძალიან ტაქტიკური თამაში იყო იმ ორ გუნდს შორის, რომელიც ცხრილის ზედა ნაწილში ყოფნას იმსახურებს.
„ნაპოლიმ“ დიდებულად ითამაშა. პაულო დიბალას გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა. საბოლოოდ, მაინც გავიტანეთ. „ნაპოლის“ მაღალ ტემპს გავუმკლავდით. მოგება ადვილი არ იყო.
პირველ ადგილზე ყოფნა მნიშვნელოვანია, მაგრამ წინ კიდევ 13 მატჩია. ცხრილის ზედა ნაწილში იმიტომ ვართ, რომ ზედიზედ 15 შეხვედრა მოვიგეთ. ფეხბურთელები ამისთვის ქებას იმსახურებენ. ეს ჩვენთვის დიდი გამოცდა იყო. უნდა გვეჩვენებინა, რომ ჩემპიონატის მოსაგებად მზად ვართ. წინ კიდევ ბევრი შეხვედრაა, მაგრამ ფსიქოლოგიურად მოგება მნიშვნელოვანი იყო. ვიცოდით, რომ მათ ჩვენი დამარცხება შეეძლოთ, მაგრამ ბევრის გაკეთების საშუალება არ მივეცით.
გუნდი ძალიან განვითარდა. ფეხბურთელებს ტიტულის მოგების იმედი არ დაუკარგავთ. ჩვენი თავდაჯერებულობა ნამდვილად გაიზარდა, ახალგაზრდა ფეხბურთელებმა კი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს“, – განაცხადა ალეგრიმ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.