ალეგრი: „პარმასთან“ მატჩში უძლიერეს შემადგენლობას გამოვიყვან“
ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ბოლოადგილოსან „პარმასთან“ მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.
„ტევესი რიგზეა, პირლო კი შეხვედრას გამოტოვევებს – ანდრეა „მონაკოსთან“ შეხვედრისთვის დაგვიბრუნდება.
„პარმასთან“ მატჩში საუკეთესო შემადგენლობას გამოვიყვან, რადგან ეს ჩემპიონატის მნიშვნელოვანი თამაშია. მიმდინარე სეზონში ნაჩვენები პროფესიონალიზმისთვის გუნდი და პირადად რობერტო დონადონი დიდ პატივისცემას იმსახურებენ.
შემდეგი კვირიდან რთული სერია დაგვეწყება, რომლის დროსაც მოწინავე პოზიციაზე მყოფ გუნდებს დავუპირისპირდებით. თუ შაბათს სამ ქულას მოვიპოვებთ, სკუდეტოს მოგებისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ“, – განაცხადა ტურინელთა თავკაცმა.