ალეგრი: “სამწუხაროდ, ყველაფერი მცირე დეტალებმა გადაწყვიტეს”
დღეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მადრიდის “რეალი” ტურინის “იუვენტუსთან” ანგარიშით, 1-3 დამარცხდა, თუმცა ორი მატჩის ჯამში 4-3 მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
დაძაბული დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებს იტალიელთა მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი ესაუბრა.
“ძალიან ვწუხვარ ორივე შეხვედრის გამო. 60 წუთის მანძილზე “რეალზე” უკეთ ვითამაშეთ ტურინში, თუმცა დავმარცხდით. დღესაც უპირატესობას ვფლობდით. მცირე დეტალებმა, სამწუხაროდ, ყველაფერი შეცვალეს. დამატებითი ტაიმებისთვის ორი ცვლილება დავიტოვე და დარწმუნებული ვიყავი, იქამდე მივიდოდით. ახლა, აუცილებელია, ეს წარუმატებლობა სწრაფად დავივიწყოთ, რადგან სხვა ტურნირებზე უნდა ვითამაშოთ. სამწუხაროა ასეთი შედეგი, კარგად ვიასპარეზეთ და დავამტკიცეთ, რომ ტურინში დაფიქსირებული ანგარიში უსამართლო იყო. სამწუხაროდ, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა,” – ამბობს ალეგრი.