ალეგრი : “სწორად მოვიქეცი, “ინტერთან” იგუაინს სასტარტოდან რომ არ დავაწყებინე”
მასიმილიანო ალეგრი თვლის, რომ სწორი იყო გადაწყვეტილება გონსალო იგუაინის სათადარიგოთა სკამზე განწესებისა “ინტერთან” მატჩში, რომელშიც “ბებერი ქალბატონი” მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
“მინდოდა აქცენტი ფიზიკურ თამაშზე გამეკეთებინა, ის მაშინ დამჭირდებოდა, როდესაც წინ გავიდოდით.” – განუცხადა მან La Gazzetta Dello Sport-ს.
“დარწმუნებული ვარ, რომ სასტარტო შემადგენლობა სწორად დავაკომპლექტე. მარიო მანჯუკიჩი რომ დამესვა სკამზე იგუაინის ნაცვლად, მაშინ ამ სვლაზე მომთხოვდით პასუხს.”
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის იტალიის სერია ა-ს სატურნირო ცხრილს იგუაინის ყოფილი კლუბი “ნაპოლი” ლიდერობს, რომელსაც სულ რაღაც 1 ქულით ჩამორჩება “იუვე”.