ალეგრი: “ჭიქები მაინც ავავსოთ, ჩვენ ხომ “ბარსელონას” წინააღმდეგ თავი კარგად დავიცავით”
დღეს კატალონიის “ბარსელონა” ტურინის “იუვენტუსს” ესტუმრა და მეტოქესთან უგოლო ფრე გააგორა.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის შემდეგ ჟურნალისტებს იტალიელთა მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი ესაუბრა.
“ეს ჩვენი პირველი უგოლო ფრე იყო ამ სეზონში. “ბარსელონა” თავს შესანიშნავად იცავდა. მათ აგვისტოს შემდეგ მხოლოდ ოთხი გოლი მიიღეს თავიანთ კარში. პირველ ტაიმში რამდენიმე შანსი შევქმენით, მაგრამ შემდეგ კატალონიელებმა სივრცეები ჩაკეტეს ფლანგებზე და ამის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.”
“მიზანი ცალსახაა: საბერძნეთში მოგება! ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ჯგუფიდან გავალთ. სხვა მხრივ, იმის იმედზე უნდა ვიყოთ, რომ “სპორტინგი” ბარსელონაში ვერ მოიგებს. მოდი, დავივიწყოთ, დღევანდელი. ჩვენ ხომ “ბარსელონას” დავუპირისპირდით. შეგვიძლია, ჭიქები მაინც ავავსოთ. კმაყოფილი ვარ იმით, რომ მათ წინაშე თავი კარგად დავიცავით,” – აცხადებს ალეგრი.