WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (277138) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

ალეგრი: “წარმატება მთელი გუნდის დამსახურებაა”

თარიღი: ნოემბერი 26, 2015

იტალიელი სპეციალისტი თავისი გუნდის წარმატების შესახებ საუბრობს.

მოგეხსენებათ, უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრაში, “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ სიტის” უმასპინძლა და მინიმალური უპირატესობით, ანგარიშით 1-0 დაამარცხა, რის შემდეგაც პლეი-ოფის საგზური გაინაღდა.

“თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. ბიჭებმა ბრწყინვალედ წარმოაჩინეს თავი. კარგია, რომ კარი მშრალად შევინახეთ. ეს მთელი გუნდის დამსახურებაა, რომელმაც ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ იმარჯვა”, – აცხადებს მასიმილიანო ალეგრი.

“სასტარტო შემადგენლობაში მორატას ნაცვლად მარიო მანჯუკიჩის გამოყვანა ორი დღის წინ მქონდა გადაწყვეტილი. მინდოდა, რომ მეორე ტაიმში, დაღლილი “ქალაქელების” წინააღმდეგ, დასვენებულ ალვაროს ეთამაშა”.

“ალექს სანდრომ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. ის შესანიშნავი იყო როგორც დაცვაში, ისე თავდასხმის ხაზში. სანდრო ნამდვილად კარგი შენაძენია”, – დაასრულა “იუვენტუსის” თავკაცმა.



მსგავსი სიახლეები