ალეგრი: „წინ კიდევ უამრავი მატჩი გველის“
მოგეხსენებათ, იტალიის სერია ა-ს პირველი ხუთ ტურში „მილანმა“ მხოლოდ ხუთი ქულის მოპოვება შეძლო. ხვალ, „როსონერი“ ჩემპიონატის მორიგ შეხვედრას გამართავს – შავ-წითლების მეტოქე გენუის „სამპდორია“ იქნება. აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთვნელმა მასიმილიანო ალეგრიმ გააკეთა.
„წინ რთული მატჩი გველის. „სამპდორიას“ კარგი მწვრთვნელი ჰყავს, თანაც, გუნდი „რომასთან“ ჩატარებულ შეხვედრაში ცუდად არ გამოიყურება. ამის მიუხედავად, აუცილებლად უნდა მოვიგოთ. რაც შეეხება სატურნირო ცხრილს, სჯობს, მასში შობის დღესასწაულამდე რამოდენიმე დღით ადრე ჩავიხედოთ, რაგდან კიდევ უამრავი მატჩის ჩატარება მოგვიწევს“, – განაცხადა 46 წლის სპეციალისტმა.
ალექსანდრე მატევოსოვი