ალენი: „გვსურს, მეტოქეებს „ლივერპულთან“ თამაშის კვლავ ეშინოდეთ“
„ლივერპულის“ ნახევარმცველმა ჯო ალენმა „საუთჰემპტონთან“ ინგლისის პრემიერლიგის მეათე ტურის მატჩთან დაკავშირებით ჟურნალისტებს თავისი მოლოდინი გაუზიარა.
„საშინაო მატჩები ნებისმიერი მაღალი მიზნებისთვის მებრძოლე კლუბისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. სეზონში, რომელშიც გუნდმა პრემიერლიგაში მეორე ადგილი დაიკავა, სახლში ძალიან ბევრი შევედრა მოვიგეთ. მეტოქეებს „ენფილდზე“ თამაში ეშინოდათ, რასაც თამაშის დაწყებამდე ვგრძნობდით. გვსურს, რომ ყველაფერი კვლავ ასე იყოს. ჩვენი გულშემატკივრების გახარება გვინდა.
„საუთჰემპტონთან“ შეხვედრა ჩვენთვის კარგი ტესტი იქნება, ეს კარგი მეტოქეა. მხოლოდ მოგების იმედი გვაქვს“, – ციტირებს ფეხბურთელს „ლივერპულის“ ოფიციალური საიტი.