ალექს პაპადოპულოსი: “მთავარია ბევრი შრომა და წარმატება აუცილებლად მოვა”

თარიღი: ოქტომბერი 2, 2015

მარტვილის “მერანის” რიგებში ბერძენი ფეხბურთელი ალექსანდროს პაპადოპულოსი თამაშობს. ალექსი სწორედ მაშინ შემოუერთდა მარტვილის გუნდს, როცა “მერანელებს” პრობლემები ჰქონდათ. სხვადასხვა მიზეზების გამო ძირეულად შეცვლილ “მერანს” ცუდი სტარტი ჰქონდა მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში, თუმცა ბოლო ტურის მატჩში “გურიასთან” მარტვილელებმა სამ ქულასთან ერთად, გამარჯვების მუხტი და განწყობა დაიბრუნეს, რაშიც თავისი წვლილი პაპადოპულოსმაც შეიტანა. (მის მიერ ჩაწოდებული ბურთი ჩაჭრა “გურიას” ფეხბურთელმა საკუთარ კარში). თუ როგორ მოხვდა პაპადოპულისი “მერანში” და რას ფიქრობს ზოგადად ქართულ ფეხბურთსა და საქართველოზე, ამ კითხვებით თავად ბერძენ ფეხბურთელს მივმართეთ:

— ალექს, გულშემატკივარს აინტერესებს ალბათ, თუ როგორ მოხვდი “მერანში” და მანამდე სად მოღვაწეობდით.
— საბერძნეთიდან ვარ და საბერძნეთის ეროვნული ჩემპიონატის პირველი და მეორე ლიგის გუნდებში ვთამაშობდი. “მერანში” ჩემი მოხვედრა ოჯახურმა მდგომარეობამ განაპირობა. მშობლები გარდამეცვალა ადრეულ ასაკში.

— ლანჩხუთის “გურიასთან” გამარჯვება და თქვენი კარგი თამაში, მშობლების ხსოვნას მიუძღვენით, შეგიძლიათ გვითხრათ რა დაემართათ მათ?
— დედას სიმსივნე ჰქონდა, 5 წელი იტანჯებოდა და ძალიან დიდი თანხა დავხარჯე მის გადასარჩენად, მაგრამ მაინც ვერ შევძელი, გულის პრობლემები აწუხებდა მამაჩემსაც და ორივე დავკარგე. ძალიან მძიმე სტრესი იყო ეს ჩემთვის. ყველაფერზე ამიცრუვდა გული, მათ შორის ფეხბურთზეც. ჩემს ქვეყანაში გაჩერებაც არ მინდოდა, იმდენად ცუდად ვგრძნობდი თავს. შემდეგ მარტვილის “მერანზე” გავიგე შემთხვევით და მეგობრებმაც მირჩიეს, რომ მეცადა ფეხბურთში დაბრუნება და ამით სხვა რამეზე გადამეტანა ჩემი ტკივილი. აქ თბილად მიმიღეს, ვარჯიშები დავიწყე და იმედია, მალე შევალ ოპტიმალურ ფორმაში.

— დიდი ხანი არაა, რაც მარტვილში ხართ, მაგრამ გარკვეული წარმოდგენა გექნებათ “მერანზე”. რას იტყვით მარტვილის გუნდზე?
— ძალიან ლამაზი რაიონია მარტვილი, თავისი ადგილმდებარეობით. როგორ შეიძლება, არ მოგწონდეს აქაური ჰაერი და გარემო. რაც შეეხება თვითონ გუნდს, აქ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი არის და მათ შეუძლიათ დიდი ფეხბურთი ითამაშონ, ოღონდ, ამისთვის აუცილებელია ძალიან ბევრი შრომა, წარმატების მთავარი მოთხოვნაა შრომა.

— როგორ ფიქრობთ, შეძლებს “მერანი” უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებას?
— რთული სტარტი ჰქონდა გუნდს, მაგრამ ყველაფერი წინაა, ვიბრძოლებთ და მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ “მერანი” უმაღლეს ლიგაში დარჩეს. ძნელი იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი.

— და ბოლოს, რამდენ ხანს აპირებთ “მერანში” დარჩენას და რას ეტყოდით “მერანის” გულშემატკივარს?
— რამდენ ხანს დავრჩები, ამას მომავალი გვიჩვენებს, თუმცა სანამ აქ ვიქნები, “მერანისთვის” დავიხარჯები 100 პროცენტით, იმიტომ, რომ ეს ჩემი გუნდია დღეს. რაც შეეხება გულშემატკივარს, მე ვგრძნობ მათ მხარდაჭერას, ტაშს და ეს უფრო მეტს სტიმულს მაძლევს. მიხარია, რომ ასეთი დამოკიდებულება არის მარტვილში ფეხბურთის მიმართ. მათ ერთადერთს ვეტყვი, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ “მერანის” წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო და ისინი გავახარო.

 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ეროვნული ლიგის ფეხბურთელები FIFA 20-ის ჩემპიონობისთვის ითამაშებენ

კორონა ვირუსიდან გამოწვეული კრიზისიდან გამომდინარე მთელი მსოფლიო ონლაინ სივრცეში გადავიდა და ქართული ფეხბურთიც არ ჩამორჩა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფიფას აპრილის რეიტინგი გამოქვეყნდა

დღეს ფიფას აპრილის თვის რეიტინგი გამოქვეყნდა, თუმცა კორონავირუსული ინფექციის პანდემიის გამო გადადებული შეხვედრების გათვალისწინებით სიაში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სამტრედიას” ლეგიონერი: “ჩემს მშობლებს კორონა ვირუსი დაუდგინეს”

“სამტრედიას” ესპანელი ნახევარმცველის, დიეგო დიზის მშობლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ესპანური გამოცემები კი დიზის მდგომარეობით დაინტერესდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

18 წლის ლუკა მიქაია ზუგდიდის 10 გაჭირვებულ ოჯახს დაეხმარა

კვიპროსული “ანორთოსისის” ახალგაზრდა მეკარე 18 წლის ლუკა მიქაია საუკეთესოდ იაზრებს სოციალური პასუხისმგებლობის არსს და საკუთარ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფრუიძემ “ლოკომოტივი” ზუმში ავარჯიშა (ფოტოები)

თბილისის “ლოკომოტივს” ლევან კორღალიძის წასვლის შემდეგ სოსო ფრუიძე წვრთნის. ფრუიძემ გუნდი ამეჯრად ონლაინ სივრცეში, აპლიკაცია […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ფანცულაია: “სახლიდან გასვლის შემდეგ პირველი ფეხბურთს ვითამაშებ”

26 წლის თავდამსხმელი გიორგი ფანცულაია ეროვნული ლიგის დაწყებამდე 2 კვირით ადრე ქუთაისის “ტორპედოში” დაბრუნდა. ფანცულაია […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქობულეთის შუქურა გაჭირვებულ მოსახლეობას დაეხმარა (ფოტოები)

ქობულეთის “შუქურამ” სოციალური პასუხისმგებლობის აქციაში მიიღო მონაწილეობა და შეჭირვებულ მოსახლეობას სასურსათო კალათები დაუმზადდა. რაც ასევე...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ ატარებს დიჯეი დავით თარგამაძე თვითიზოლაციაში დროს ბებიასთან ერთად (ვიდეო)

საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი დავით თარგამაძე სოციალურ ქსელში საინტერესო ვიდეოს აქვეყნებს. თარგამაძემ წარმატებული ცეკვის შემდეგ, […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

3 აპრილს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერთადერთი რამ ქართულ ფეხბურთში, რაც კორონა ვირუსმაც ვერ შეაჩერა!

ბათუმის სტადიონის მშენებელი კომპანია “შპს სტადიონი” დღეს ძალიან სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ჩანს, კორონა ვირუსის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველო – ბელარუსი ისევ გადაიდო

დღეს უეფას ხელმძღვანელებმა ვიდეოკონფერენცია გამართეს, რომელსაც ევროპის ქვეყნების საფეხბურთო ასოციაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ვიდეოკონფერენცი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქუთაისის “ტორპედოს” მფლობელი კვლავ ზაალ ჩაჩავაა

ქუთაისის “ტორპედოს” პრესსამსახურის უფროსმა ედო ბადალაშვილმა სოციალურ ქსელში გუნდში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე დაწერა. “მაშინ, როცა [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოთარ კიტეიშვილი: “კლუბებში სიარული არ მიყვარს”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიული “შტურმის” უპირობო ლიდერია და “შტურმის” ოფიციალურმა ვებ-გ...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ ატარებს გურამ კაშია 1 დღეს ამერიკულ თვითიზოლაციაში (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია ამერიკული “სან-ხოსეს” მცველია. ამერიკის შეერთებულ შტატებში საგანგებო მდგომარეობაა ...
წაკითხვა
ფეხბურთი

უეფა ფედერაციების წარმომადგენლებთან კალენდრის საკითხზე იმსჯელებს

უეფამ ევროპის 55-ივე ფედერაციის გენერალური მდივანი პირველ აპრილს, ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია. ევროპული ფეხბურთის მმართველი [&he...
წაკითხვა