WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (119741) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

ალექს ფერგიუსონის ლექცია ჰარვარდში

თარიღი: იანვარი 5, 2013

ჰარვარდის ბიზნეს სკოლის (Harvard Business School) ბიზნესის ადმინისტრირების კათედრის პროფესორის, ანიტა ელბერსის კვლევის ობიექტებს სხვადასხვა ინდუსტრიის ყველაზე გამოჩენილი ადამიანები წარმოადგენენ, ისეთები, როგორებიც მაგალითად NBA-ს სუპერვასკვლავი ლებრონ ჯეიმსი, პოპ-მომღერალი ლედი გაგა, მსახიობი ტომ კრუზი ან ჩოგბურთელი მარია შარაპოვაა.

ანიტა ელბერსის უკანასკნელი კვლევა ბრიტანელ მწვრთნელს და მისი მუშაობის სტილს ეხება, მწვრთნელს, რომელსაც ალბათ სამართლიანად, მსოფლიოში საუკეთესოდ მიიჩნევენ. სწორად მიხვდით, საუბარი სერ ალექს ფერგიუსონზეა, რომელიც უკვე 26 წელია ახერხებს, რომ მისი კლუბი როგორც ინგლისურ, ისე საერთაშორისო არენაზე, მუდამ მოწინავე პოზიციებზეა.

“დღევანდელ მსოფლიო ფეხბურთში და საერთოდ სპორტში, არ არსებობს მწვრთნელი, რომლის მიღწევებიც შეიძლება ამ ადამიანისას შევადაროთ”, – ამბობს პროფესორი.

“მე რათქმაუნდა შემიძლია, იმ კვლევის შედეგები, რომლებიც ალექს  ფერგიუსონის მუშაობის სტილთან დაკავშირებით ჩავატარე, ნაშრომად გამოვცე, მაგრამ ეს უბრალო ქაღალდზე დაწერილი სიტყვები იქნება, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ჩემი სტუდენტებისთვის ბევრად უფრო სასარგებლო მასთან პირადად შეხვედრაა”.

“როცა ისეთი სასწავლო დაწესებულებიდან გიკავშირდებიან, როგორიც ჰარვარდია, უკვე იცი, რომ საქმე ნამდვილ პროფესიონალებთან გაქვს. მე მაშინვე მივხვდი, რომ ეს მიწვევა ჩემთვის რაღაც ახალს ნიშნავდა. საერთოდ კი, ვფიქრობ, რომ ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე უკვე შემიძლია ახალგაზრდა ადამიანებს ადმინისტრირებასთან დაკავშირებით გარკვეული რჩევები მივცე, ამიტომაც სიამოვნებით დავთანხმდი ლექციის ჩატარებას”, – ეს უკვე თავად შოტლანდიელი სპეციალისტის სიტყვებია.

“ფერგიუსონის მუშაობის ანალიზი მკვეთრად განსხვავდება იმ ტიპიური გამოკვლევებისგან, რომელსაც ჰარვარდის უნივერსიტეტი თავად ატარებს, ან სხვას უკვეთავს. იმ შემთხვევებში ვიკვლევთ ორგანიზაციის ქმედებას გარკვეულ სიტუაციაში ან ვაანალიზებთ რომელიმე დირექტორის რომელიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებას, ახლა კი გადავწყვიტეთ, შეგვესწავლა ალექს ფერგიუსონი სრულად, მისი ლიდერობის უნარებთან და მუდმივი წარმატების მიზეზებთან ერთად”, – აგრძელებს ელბერსი, “გვსურდა, რომ სტუდენტებს სცოდნოდათ საფეხბურთო კლუბის მართვის მისეული ფილოსოფია, როგორც ყალიბდება, იცვლება ან მტკიცდება ის მატჩიდან მატჩამდე, წლიდან წლამდე”.

განსხვავებით სხვა ლექციებისგან, რომლებიც ჰარვარდში ტარდება და რომლებშიც სტუმარს 20 წუთი ეთმობა, ალექს ფერგიუსონს 80 წუთიანი ლექცია შესთავაზეს, ერთი შესვენებით. შეხვედრისთვის განსაკუთრებულად მოემზადნენ თავად სტუდენტებიც, რომელთა უმრავლესობაც აუდიტორიაში “მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურით გამოცხადდა.

“ატმოსფერო თავიდანვე მომეწონა. როგორც ველოდებოდი, იგრძნობოდა, რომ საქმე უკვე ჩამოყალიბებულ პროფესიონალებთან მაქვს. აშკარა იყო, რომ სტუდენტები შეხვედრაზე მომზადებულნი მოვიდნენ. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო იმის მოსმენა, რა დონეზე ჰქონდათ მათ შესწავლილი ალექს ფერგიუსონის, როგორც პიროვნების და როგორც მენეჯერის მუშაობის მეთოდები. საერთოდ, ის, რაც პრესაში ჩემზე იწერება, რეალობასთან ხშირად ძალიან შორსაა. ნასიამოვნები გახლდით, როცა მივხვდი, რომ სტუდენტებს კარგად ჰქონდათ ეს გაანალიზებული”‘, – ამბობს სერ ალექსი.

მთავარი თეზისები სერ ალექს ფერგიუსონის ლექციიდან:

  • გუნდში ფეხბურთელების ძალაუფლების შესახებ:

ინგლისში კლუბების უმრავლესობა ისე ხშირად იცვლის მწვრთნელებს, რომ გასახდელში ლიდერობა მწვრთნელიდან გარკვეული ფეხბურთელების ხელში გადადის. ამ მიზეზი გასაგებია, მთავარ როლს, ხომ მოედანზე ფეხბურთელები ასრულებენ და ხშირად, იწყებენ ფიქრს იმაზე, რომ შენს გარეშე ისინი კიდევ უფრო კარგად ითამაშებენ.

  • ანდრეა ბოჩელის შესახებ:

ერთხელ მე მოვისმინე ასეთი ფრაზა: “ეს უკვე მეათასედ ავხსენი გუნდის შეკრებაზე!” და ამაზე ფეხბურთელის პასუხი: “დიახ და მათი ნახევრის განმავლობაში მე მეძინა”… ამიტომ ვცდილობ, რომ ჩემი ყოველი გამოსვლა, როცა მთელ გუნდს ერთად ვესაუბრები, მაქსიმალურად საინტერესო იყოს და საფეხბურთო ასპექტები მათ სხვა კუთხითაც დავანახო. ერთხელ სადღაც ანდრეა ბოჩელის კონცერტს მოვუსმინე. იქამდე კლასიკური მუსიკის კონცერტზე არასდროს ვყოფილვარ. მაშინ ვიფიქრე, რამდენად ფანტასტიურია ის ურთიერთთანხვედრა, რომელიც ორკესტრის თითოეულ წევრს შორის არსებობს, მუდმივად ერთი ასრულებს დაკვრას, მეორე იწყებს და ა.შ. მეორე დღეს შევკრიბე ფეხბურთელები და ვუთხარი, რომ ორკესტრი იდეალური გუნდური მუშაობის საუკეთესო მაგალითია. ცხადია, ორკესტრს სჭირდება დირიჟორი, მაგალითად ისეთი, როგორიც ბრაიან რობსონი გახლდათ…

  • მოტივაციის შესახებ:

ვარჯიში კრიტიკის ადგილი არ არის. ფეხბურთელისთვის, ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანისთვის, არ არსებობს უფრო სასიამოვნო ფრაზა, ვიდრე “ყოჩაღ”-აა. ეს შექების საუკეთესო საშუალებაა სპორტის ნებისმიერ სახეობაში და სულაც არაა საჭირო მაღალფარდოვანი სიტყვების ძიება. როცა მანჩესტერში ჩამოვედი, თავიდანვე ყველას გასაგებად ავუხსენი, რომ “მანჩესტერ იუნაიტედი” პირველ რიგში საფეხბურთო კლუბია, შემდეგ ბრენდი, ბიზნესი და ა.შ. შესაბამისად, ხელმძღვანელობის და პირველ რიგში მწვრთნელის უპირველესი მიზანი ფეხბურთელების მოტივირება და მათთვის მაქსიმალურად კომფორტული სიტუაციის შექმნაა. ზუსტად ამიტომ, მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს, როცა კლუბის ვახშამზე ძალიან ხშირად ერთ მაგიდაზე ვხედავ უცხოელ ფეხბურთელებს, ხოლო მეორეზე – ინგლისელებს. ეს არ ნიშნავს, რომ “იუნაიტედში” რაიმე დაჯგუფებები არსებობს, უბრალოდ შინაგანად ისინი ასე უფრო კარგად გრძნობენ თავს და ვერ ვხვდები, რატომ უნდა შეუშალო ხელი…

  • მილიონერების შესახებ:

ხანდახან ჩვენ მათ ვუწყრებით, ვაჯარიმებთ, მაგრამ ეს კლუბის შიდა სამზარეულოა და იქვე რჩება. დაუშვებელია კონტროლის დაკარგვა მაშინ, როცა შენს გუნდში 30 უმაღლესი კლასის პროფესიონალია და მათი უმრავლესობა უკვე მილიონერია, შესაბამისად, თუ ვინმე ჩემი კონტროლიდან თავის დაღწევას ეცდება, ის განწირულია…

  • ახალგაზრდა და ასაკოვანი ფეხბურთელების შესახებ…

მწვრთნელების 99% თანამდებობაზე დანიშვნის დღიდანვე ცდილობენ ყველას დაუმტკიცონ, რომ ტიტულების მოგება დღესვე შეუძლიათ. ამ მიზნით მათ სხვადასხვა კლუბებიდან მოჰყავთ გამოცდილი მოთამაშეები და გუნდის თამაშს მათზე აგებენ. მე პირიქით ვფიქრობ, ვთვლი, რომ უფრო მნიშვნელოვანი სტრუქტურის შექმნაა და არა შედეგის დაუყოვნებლივ მიღწევა. გრძელვადიანი მიზნებისთვის აუცილებელია ფუნდამენტი, რომელიც კლუბმა თვითონ უნდა შექმნას. ჩემთვის არაფერია იმაზე სასიამოვნო, ვიდრე იმის ყურება, როგორ იმკვიდრებს თავს ახალგაზრდა, გამოუცდელი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი ვითარდება, კლუბის სულის და ტრადიციების მატარებელი ხდება, რაც მომავალში უფრო მეტ შედეგს გამოიღებს, ვიდრე მის ადგილას სხვა კლუბიდან მოსული უკვე ჩამოყალიბებული მოთამაშის დაყენება. ცხადია, “შენს ხელში” გაზრდილი ფეხბურთელის გუნდიდან გაშვება უფრო რთული ამოცანაა, ვიდრე ჩვეულებრივის, მაგრამ ეს ფეხბურთია და შეცდომის დაშვების უფლება არავის აქვს, როცა ხედავ, რომ თუნდაც შენი უსაყვარლესი მოთამაშე ასაკის გამო ძველებურად ვეღარ თამაშობს, იწყებ ფიქრს მის შემცვლელზე და ეს ციკლი არასოდეს ირღვევა…

  • აგრესიული ფეხბურთელების შესახებ:

მყოლია ფეხბურთელები, რომლებსაც უხეშობის გამო მოედნიდან სეზონში რამდენჯერმე აძევებდნენ, უფრო მეტიც, ვარჯიშზეც კი, ისინი უხეშობას არასოდეს ერიდებოდნენ. ვიშორებდი თუ არა მათ თავიდან? არა, ვსაუბრობდი თუ არა მათთან, რომ ეს სტილი უნდა შეცვალონ? არა, არა იმიტომ, რომ თუ მათ მეტ სიფრთხილეს მოთხოვდი, ისინი “ისინი” აღარ იქნებოდნენ… აუცილებელია შეეგუო იმას, რომ მათ მოედანზე, მატჩის დროს ხასიათიდან გამომდინარე გარკვეული ქაოსი შემოაქვთ, მაგრამ თუ ეს მათივე ტალანტით კომპენსირდება, სანერვიულო არაფერია.

  • მაურინიოს შესახებ:

ის ძალიან ჭკვიანია. მასში დიდი ქარიზმაა. მას ფეხბურთელები აფასებენ. ის ყოველთვის კარგად გამოიყურება. ვფიქრობ, ეს ყველაფერი მეც მაქვს, ჯანდაბას, უკანასკნელის გარდა (იღიმის). ის საკუთარ თავში იმდენად დარწმუნებულია, რომ შეუძლია თქვას: “ჩვენ ამ მატჩს მოვიგებთ” ან “მე განსაკუთრებული ვარ”. მე არასოდეს მითქვამს და არ შემიძლია ვთქვა, რომ ამა თუ იმ მატჩს აუცილებლად მოვიგებთ, ვფიქრობ, რომ ყველა შემთხვევაში ამის გაკეთება ბრძოლით მოგვიწევს, ბრძოლაში კი გადაჭრით ვერაფერს იტყვი. შეიძლება ამის მიზეზი ისაა, რომ მე შოტლანდიელი ვარ…

  • ძირითადი შემადგენლობის დაყენების შესახებ…

ფეხბურთელებს უშუალოდ მატჩის დღემდე არასოდეს ვეუბნები ვინ ითამაშებს ძირითად შემადგენლობაში. ჩემი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ კონკრეტული მატჩისთვის მაქსიმალურად ძლიერი შემადგენლობა შევარჩიო. რატომ უნდა ვთქვა წინასწარ ვის ვათამაშებ, როცა ამის შესახებ პრესით ჩვენი მოწინააღმდეგე აუცილებლად გაიგებს? თუ მატჩი 3 საათზე იწყება, შემადგენლობას 12 საათზე ვაცხადებ, როცა მეტოქეს გეგმების შესაცვლელად დრო აღარ აქვს…

  • სათადარიგოების შესახებ…

ამას ყველას პირადად ვეუბნები, განსაკუთრებით იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც წინა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყეს, მაგრამ დღეს სკამზე ჯდომა მოუწევთ. როცა ფეხბურთელი ვიყავი, შოტლანდიის თასის ფინალამდე 10 წუთით ადრე გავიგე, რომ ძირითად შემადგენლობაში არ ვიქნებოდი, ვიცი ეს რამდენად ცუდი გრძნობაა და ამ ტვირთს დამხმარე მწვრთნელებს არასდროს “ვკიდებ”. არ ვიცი რას ფიქრობენ ხოლმე ისინი ამ სიტუაციაში, მაგრამ მე მუდამ დაახლოებით ერთსა და იმავე ფრაზას ვამბობ: “მისმინე, შეიძლება ვცდები, მაგრამ მგონია, რომ ეს ამ მატჩისთვის იდეალური შემადგენლობაა”. ამავე დროს, ყოველთვის ვცდილობ, რომ ძირითადს მიღმა დარჩენილ ფეხბურთელს ავუხსნა, რომ ეს ტაქტიკური გადაწყვეტილებაა და წინ კიდევ უამრავი მნიშვნელოვანი მატჩია.

  • შესვენების დროს საუბრების შესახებ…

შესვენებისთვის განკუთვნილ დროს მოედნიდან გვირაბში გასვლის და შემდეგ უკან დაბრუნების დრო რომ გამოვაკლოთ, დაახლოებით 8 წუთი რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ მცირე დროში რაც შეიძლება მეტი რამის თქმა უნდა მოასწრო. თუ ვიგებთ, ფეხბურთელებს კონცენტრაციისკენ მოვუწოდებ და ცალკეულ ფეხბურთელებს კონკრეტულ ახალ დავალებებს ვაძლევ, მაგრამ თუ ვმარცხდებით, ცხადია, რომ სერიოზული და უფრო დაწვრილებით საუბარია საჭირო.

პირველი ტაიმის ბოლო რამდენიმე წუთის განმავლობაში მე ყოველთვის იმაზე ვფიქრობ, რა ვუთხრა მათ შესვენებაზე. ამ დროს მცირე ტრანსში ვვარდები,  მაქსიმალურად ვკონცეტრირდები. ბევრი მწვრთნელი ამ დროს ჩანაწერებს აკეთებს, მაგრამ ეს არასდროს მხიბლავდა, არ მინდა ამაზე გადავერთო და მოედანზე რამე გამოვტოვო. ვერც კი წარმომიდგენია, როგორ შეიძლება შევიდე გასახდელში, ამოვიღო ჩანაწერები და დავიწყო კითხვა: “30-ე წუთზე შენ გააკეთე გადაცემა აქ და აქ…” არამგონია, ეს რომელიმე ფეხბურთელს მოსწონდეს.

  • დევიდ ჯილის და გლეიზერების შესახებ…

დევიდთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ხანდახან სხვადასხვა აზრზეც ვართ, მაგრამ ერთმანეთს ვაფასებთ და ვიცით, რომ არგუმენტი არგუმენტია. ის ძალიან სამართლიანია. გლეიზერები ტრანსფერების შესახებ იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას. როგორც წესი, ისინი ამ მხრივ მუდმივად გვერდზე მიდგანან. გარდა ამისა, ისინი ძალიან თავშეკავებული ადამიანები არიან. მე რომ კლუბის მფლობელი ვიყო და ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ, არც კი ვიცი სიხარულისგან რას გავაკეთებ, მახსოვს “რეინჯერსის” ბოსებმა ტანსაცმლით იბანავეს, გამარჯვების აღსანიშნავად, გლეიზერებმა კი ყველას ხელი ჩამოართვეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და ამით დასრულდა. ისინი უკვე მომავალ სეზონზე ფიქრობდნენ.

  • სეზონის გრაფიკის შესახებ…

წინასასეზონო მზადებას არასოდეს ვაჩქარებთ, პირიქით, დატვირთვებს თანდათან ვზრდით და ვთვლით, რომ ეს უფრო გამართლებულია. როგორც წესი, სეზონის დასაწყისში საუკეთესო ფორმაში არ ვართ, მაგრამ ოქტომბრის ბოლოსკენ გუნდის მზადყოფნა პიკს აღწევს. ყოველ წელს ჩემს ფეხბურთელებს ვეუბნები, რომ თუ ახალი წლისთვის პირველ ადგილზე მყოფ გუნდთან მაქსიმუმ 3 ქულიანი ჩამორჩენა გვექნება, ეს ნიშნავს, რომ ჩემპიონობის ძალიან კარგი შანსი გვაქვს…

  • ვარჯიშის შესახებ…

ზოგიერთი მწვრთნელი ძალიან დამყოლია. ისინი ვარჯიშებზე ფეხბურთელებს ყოველდღე “ორკარას” ათამაშებენ, ეს ხომ მათ ყველაზე მეტად მოსწონთ. მაგრამ ჩვენს გუნდში ვარჯიში ის დროა, როცა ყოველთვის ვიღაცამ რაღაც უნდა ისწავლოს ან დახვეწოს. ხანდახან ფეხბურთელებს ესათუის ვარჯიში სწყინდებათ და თვლიან, რომ სტანდარტულობა მომაბეზრებელია, მაგრამ დიდი გამარჯვებები მხოლოდ თავდაუზოგავი შრომით მოდის. ყველაფერი ძალიან მარტივია, “მანჩესტერ იუნაიტედში” არავის აქვს უფლება განვითარება შეწყვიტოს და ერთ დონეზე გაჩერდეს. ძალიან ხშირად, ჩვენ ვამუშავებთ სიტუაციებს, როცა საჭიროა გაიტანო გოლი ბოლო 10, 5 ან 3 წუთში. ეს ზუსტად იმიტომაა საჭირო, რომ გუნდის უკლებლივ ყველა ფეხბურთელმა იცოდეს, რა უნდა გააკეთოს, როცა მატჩის დროს რეალურად დადგებიან ამ ამოცანის გადაჭრის საჭიროების წინაშე…

  • ეხმარება თუ არა მწვრთნელს მწვრთნელობაში მისი, როგორც ფეხბურთელის გამოცდილება…

როგორ ფიქრობთ, რას მიპასუხებს უეინ რუნი, რომ ვუთხრა, რომ მეც ფეხბურთელი ვიყავი და ამიტომ ვაძლევ ამა თუ იმ რჩევას ან დავალებას? “კარგით რა ბოს, ეს ხომ ძალიან დიდი ხნის წინ იყო, თანაც შოტლანდიაში. იქ ისევ მოყვარულები აგორებენ ბურთს ხომ?”

  • დაკარგული ტიტულის შესახებ…

უბრალოდ კიდევ ერთი დღე “იუნაიტედის” ისტორიაში, არაფერი განსაკუთრებული. ეს იყო დრამა, რომლის შექმნაც მხოლოდ “მანჩესტერ იუნაიტედს” შეეძლო. ვინ იფიქრებდა, რომ ბოლო ადგილზე მყოფი “ბლექბერნი” “ოლდ ტრაფორდზე” 3-2-ს მოგვიგებდა? ან “ევერტონი” გაათანაბრებდა ანგარიშს მაშინ, როცა შეხვედრის დასრულებამდე 7 წუთით ადრე 4-2-ს აგებდა? სიმართლე გითხრათ, დღემდე ვბრაზდები, როცა ვიხსენებ, როგორ გავუშვით ჩემპიონობა ხელიდან წინა სეზონში, თუმცა ეს კიდევ უფრო მეხმარება დავარწმუნო ფეხბურთელები იმაში, რომ არ გვაქვს უფლება იგივე საჩუქარი “სიტის” კიდევ ერთხელ გავუკეთოთ.

  • ჩემპიონთა ლიგის მოგების შესახებ…

ინგლისი ეს ის ქვეყანაა, სადაც ფეხბურთი ფანატიკურად უყვართ. ინგლისური კლუბებისთვის ორ ფრონტზე ბრძოლა განსაკუთრებით რთულია, აქ ხომ შიდა ასპარეზზე სამკვდრო-საციცოცხლო ბრძოლების გადატანა გიწევს, არსენალს, ჩელსის და ტოტენჰემს ლონდონში ბატონობისთვის, “იუნაიტედს” და “სიტის” – მანჩესტერში, იქვეა ორი კლუბი ლივერპულიდან. თუმცა ჩემპიონთა ლიგა ამად ღირს. გასულ სეზონში, როცა ჯგუფური ეტაპიდან გამოვვარდით, მე შეცდომა დავუშვი, როცა ძალიან ვენდე ახალგაზრდა ფეხბურთელებს. ეს შოკი იყო. სულ მესამედ მოხდა, როცა გუნდი ფლეი-ოფში ვერ გავიყვანე. გადავწყვიტე, რომ ასე აღარასდროს გავრისკავ.

  • მეტოქე მწვრთნელებთან ურთიერთობის შესახებ…

აუცილებელია საფეხბურთო პერიპეტიებიდან და ცხოვრებიდან დასვენება შეგეძლოს, თორემ გაგიჟდები. ამას გარდა, სულერთია, მოვიგეთ მატჩი, წავაგეთ თუ ფრედ დასრულდა, მუდამ მზად ვარ მეტოქე გუნდის მწვრთნელი ღვინის დასალევად დავპატიჟო, ამით ჩვენ კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს, რომ ეს “მანჩესტერ იუნაიტედია!”

  • ტაქტიკის შესახებ…

ტაქტიკა შეიძლება შეიცვალოს იმის მიხედვით, ვის ეთამაშები. მე ყოველთვის ვცდილობ ყურადღება გავამახვილო მეტოქის 1 ან 2 გამორჩეულ ფეხბურთელზე. მატჩის წინ სულ ვუსვამ თავს შეკითხვას, ვინ ასრულებს მათთან სტანდარტებს? ვინ იღებს ბურთს ყველაზე ხშირად? ვინ იღებს თამაშს საკუთარ თავზე? ფეხბურთელებთან ერთად შეხვედრის წინა დღეს მეტოქის მატჩის ვიდეო-ანალიზს ვადევნებთ თვალს და კიდევ ერთხელ ერთად ვხედავთ მათ სუსტ და ძლიერ მხარეებს.

  • გუარდიოლას შესახებ…

ის შესანიშნავი მწვრთნელია. მან “ბარსელონას” თამაშის მანერაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა და აიძულა ფეხბურთელებს უფრო მეტი ერბინათ, რომ დაკარგული ბურთი რაც შეიძლება სწრაფად დაებრუნებინათ. მათ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ რაც მთავარია, ძალიან შრომისმოყვარეები. ამის მიღწევა ძალიან რთული იყო, ზუსტად ამიტომაა გუარდიოლას მიერ შესრულებული სამუშაო დასაფასებელი.

  • ფეხბურთელებთან დამოკიდებულების შესახებ…

არ შეიძლება მუდმივად კუდში სდიო ფეხბურთელს და ეძახო, რომ მან შეცდომა დაუშვა. ეს არ ამართლებს, კრიტიკა არავის უყვარს. აუცილებელია შეგეძლოს, რომ გასახდელში ფეხბურთელებს დაშვებული შეცდომა ზუსტად აუხსნა. ამას მე ყოველთვის უშუალოდ მატჩის შემდეგ ვაკეთებ, არასოდეს ველოდები კვირას. როცა შეხვედრა სრულდება, ფეხბურთელებს გასახდელშივე ვეუბნები რა შეცდომები იქნა დაშვებული, ამით ვამთავრებ და უკვე შემდეგ მატჩზე ვიწყებ ფიქრს. ამას გარდა, არასოდეს ვაკრიტიკებ ფეხბურთელს საჯაროდ, პრესასთან. მათ ეს იციან, ყველა მსგავსი შემთხვევა კლუბის შიდა სამზარეულოში რჩება.



მსგავსი სიახლეები