ალექს სანდრო: “როცა ღამეში 300-400 ევროს ვხარჯავ, თავს დამნაშავედ ვგრძნობ”
ტურინის “იუვენტუსის” მარცხენა მცველმა, ალექს სანდრომ მის გამომუშავებულ თანხებზე ისაუბრა. ბრაზილიელი ფეხბურთელი თავს დამნაშავედ გრძნობს მაშინ, როცა ღამეში 300-400 ევროს ხარჯავს.
“როდესაც “ატლეტიკო პარანაენსეს” ახალგაზრდულ გუნდში ამიყვანეს, 15 წლის ვიყავი. მაშინ თვეში 90 ევროს გამოვიმუშავებდი. ფეხბურთში ჩემი პირველი დიდი მიღწევა ის იყო, რომ თვეში 300 დოლარი მივიღე, მთელი ფული მშობლებს გადავეცი, რათა მათ საცხოვრებლის ხარჯები დაეფარათ. შემეძლო რაღაც მეყიდა, მაგრამ მინდოდა, ოჯახს დავხმარებოდი.
ბევრჯერ ოჯახის წევრებთან ერთად წავსულვარ და 300-400 ევრო დამიხარჯავს. შემდეგ, მიფიქრია, რამდენი ბრაზილიური რეალი შეიძლება ყოფილიყო ეს თანხა. როცა ერთ ღამეში ამდენს ვხარჯავ, თავს დამნაშავედ ვგრძნობ”, – ციტირებს ალექს სანდროს სიტყვებს “მარკა”.
ცნობილია, რომ 28 წლის მარცხენა მცველი “იუვენტუსში” ხელფასის სახით, სეზონში 5 მილიონ ევროს იღებს.