ალექს სონგმა აღიარა, რომ “ბარსელონაში” მხოლოდ ფულის გამო გადავიდა
კამერუნელმა ნახევარმცველმა, ალექს სონგმა, პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ “ბარსელონაში” ფულის საშოვნელად გადავიდა. მისი თქმით, “არსენალში” მას საკმარისი ოდენობის თანხას არ უხდიდნენ.
“როდესაც ვარჯიშებზე დავდიოდი და ტიერი ანრის, მეფის, ბრილიანტ მანქანას ვხედავდი ჩემ თავს ვეუბნებოდი, რომ მეც აუცილებლად უნდა მეყიდა ასეთივე მანქანა ნებისმიერ ფასად.
სპონსორებთან შეთანხმებებისა და გარკვეულ ქაღალდებზე ხელის მოწერის შემდეგ ზუსტად ისეთივე მანქანა ვიყიდე. მაგრამ, გეფიცებით, ორ თვეში მისი გაყიდვა მომიწია – ბენზინის ფულმა გამაკოტრა. სპონსორებს ვთხოვე, რომ ტოიოტა მერჩივნა.
მომდევნო დღეს ტიარი ანრიმ მკითხა – “სადაა შენი მანქანა, შვილო?” – მე კი ვუთხარი, რომ ის უფრო მაღალი დონის იყო. “არსენალში” ყოფნის პერიოდში 100 000 ფუნტის დაზოგვაც კი ვერ შევძელი. ხალხს კი მილიონერი ვეგონე.
როდესაც “ბარსელონას” შემოთვაზებულ კონტრაქტში ვნახე, თუ როგორ ხელფასს მთავაზობდნენ, მეორეჯერ დაფიქრება არ დამჭირვებია. მივხვდი, რომ ჩემი ოჯახი კარიერის დასრულების შემდეგაც უზრუნველყოფილი იქნებოდა.
“ბარსას” დირექტორმა მითხრა, რომ დიდი სათამაშო დრო არ მომეცემოდა, თუმცა ეს ფეხებზე მეკიდა – ვიცოდი, რომ მილიონერი გავხდებოდი,” – აცხადებს სონგი.