ალექსანდრე ამისულაშვილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

თარიღი: სექტემბერი 9, 2016

თბილისის ”დინამოს” ფეხბურთელმა ალექსანდრე ამისულაშვილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ განცხადება 34 წლის მცველმა ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

გამომდინარე იქიდან, რომ თავად ალეკოს სოციალურ ქსელში პირადი გვერდი არ აქვს, ნაკრებიდან წასვლის შესახებ, მისმა მეუღლემ ნინი ზარქუამ განაცხადა.

“ვინაიდან ამისულა არ არის დარეგისტრირებული არცერთ სოციალურ ქსელში, განცხადებას ავრცელებს ჩემს გვერდზე.

მოგესალმებით, ჩემთვის ძალიან ძნელია ამ განცხადების გაკეთება, თუმცა ვფიქრობ, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს და სწორედ ახლა დადგა ეს დრო, როდესაც მე ვემშვიდობები ეროვნულ ნაკრებს და გადავდივარ გულშემატკივართა რიგებში.

უპირველესად, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ეროვნული ნაკრების ყველა ფეხბურთელს, ყველა მწვრთნელს, ვისთან ერთადაც მომიწია ქვეყნის ეროვნული ნაკრების ღირსების დაცვა. დიდი მადლობა ნაკრების თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ყოველდღიურად ძალიან ბევრს და დაუღალავად შრომობენ. მადლობა მინდა,ვუთხრა ჩემს გულშემატკივარს თანადგომისთვის, დაფასებისთვის, სიყვარულისთვის.აქვე მინდა, აუცილებლად აღვნიშნო, რომ მე ყოველთვის ვიყავი ჯანსაღი კრიტიკის მომხრე, ვითვალისწინებდი საფუძვლიან შენიშვნებს, რადგან ეს ჩემი განვითარებისათვის აუცილებელია. თუმცა, გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში, ჩემს მიმართ გამოთქმული მოსაზრებები კრიტიკის ზღვარს გაცდა და შეურაცხყოფაში გადაიზარდა, რაც დამეთანხმებით, მიუღებელია. უხეშმა, პირდაპირ ვიტყვი, შეურაცხმყოფელმა გამონათქვამებმა ჩემი მისამართით, ნეგატიური გავლენა იქონია ჩემზე და ჩემს ოჯახზე.

იმედი მაქვს დაფიქრდებიან ამ გამონათქვამების ავტორები და მომავალში მაინც გაითვალისწინებენ, რომ არ შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენო ფეხბურთელს, რომელიც სულს და გულს დებს თავის საქმიანობაში!

ჩემი ეს განცხადება, ჩემს მიმართ უკვე გამოთქმულ შეურაცხყოფას ვერ წაშლის, მაგრამ იმედი მაქვს, სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებსაც ჯერ ყველაფერი წინ აქვთ, აღარ მოუწევთ მსგავსი გამონათქვამების მოსმენა.

ყველას, ვინც აფასებდით ჩემს საქმიანობას, დიდ მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის! ალექსანდრე ამისულაშვილი”, – ნათქვამია განცხადებაში.

bandicam 2016-09-09 12-41-06-859
მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

რობერტ ლევანდოვსკიმ ბავშვობის საყვარელი ფეხბურთელი დაასახელა

მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ განაცხადა, რომ ტიერი ანრი მისი საყვარელი ფეხბურთელი იყო. “როცა 6 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რივალდო: “მესი “ბარსელონას” ევროპულ კლუბში არ გაცვლის”

ფეხბურთის ბრაზილიელმა ლეგენდამ, რივალდომ, “ინტერის” განცხადებაზე გააკეთა კომენტარი. მასიმო მორატის თქმით, “ინტერს” ლეო მესის გ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰაკიმის ტრანსფერით ექვსი ევროპული გრანდი ინტერესდება

დორტმუნდის “ბორუსიაში” მოთამაშე მცველის, აშრაფ ჰაკიმის, პროდუქტიული თამაში ევროპულ გრანდებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ. შეგახსენებთ, რომ [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვინ შეიძლება შეცვალოს სტეფანო პიოლი “მილანში”

ძალზედ მცირედი შანსია იმისა, რომ სტეფანო პიოლიმ ზაფხულში “მილანის” მთავარი მწვრთნელის პოსტი შეინარჩუნოს. მედიაში უკვე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესი: “ანრის თვალებში ვერ ვუყურებდი”

კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა, ლეო მესიმ, გუნდში ტიერი ანრის მოსვლის პერიოდი გაიხსენა. შეგახსენებთ, რომ ფრანგი [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრიშტიანო რონალდუმ მადეირას სტადიონზე ვარჯიში დაიწყო (ფოტო)

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა, კრიშტიანო რონალდუ მადეირას სტადიონზე ვარჯიში დაიწყო. მას შემდეგ, რაც სერია A შეჩერდა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფიფას აპრილის რეიტინგი გამოქვეყნდა

დღეს ფიფას აპრილის თვის რეიტინგი გამოქვეყნდა, თუმცა კორონავირუსული ინფექციის პანდემიის გამო გადადებული შეხვედრების გათვალისწინებით სიაში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კასილასი რონალდოს: “გულის შეტევა სხვაგან რომ დამმართნოდა, ახლა შენთან ვერ ვილაპარაკე

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო სოციალურ ქსელ Instagram-ში პირდაპირ ეთერში ხშირად ერთვება და კარანტინში ყოფნისას დრო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარკო როისი: “ბაიერნში” არასოდეს ვითამაშებდი”

მარკო როისმა პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ “ბორუსიას” გარდა სხვა არცერთ გერმანულ კლუბში არ ითამაშებდა. შეგახხსენებთ, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფერდინანდი: “ბარსელონაში” გადასვლასთან ახლოს ვიყავი”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდალური ფეხბურთელი, რიო ფერდინანდი, აღიარებს, რომ 2008 წელს კატალონიის “ბარსელონაში” გადასვლასთან ი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუის სუარესი: “ნეიმარს “ბარსელონაში” თბილად დახვდებიან”

“ბარსელონას” თავდამსხმელმა ლუის სუარესმა კატალონიურ გუნდში ნეიმარისა (“პარი სენ-ჟერმენი”) და ლაუტარო მარტინესის (“ინტერი...
წაკითხვა
ფეხბურთი

“არ გამიკვირდება, თუ ამ პოსტის შემდეგ რაკიტიჩს გუნდიდან გაუშვებენ” – ხორ

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. ხორვატმა ფეხბურთელმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონა...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდინიოს რეაქცია, როცა მას უთხრეს, რომ ციხიდან ათავისუფლებდნენ (ვიდეო)

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო და მისი ძმა რონალდო ასისი 32-დღიანი პატიმრობის შემდეგ პარაგვაის ციხიდან 1.6 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კასანო: “მე ბექჰემზე სიმპათიური ვიყავი”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ მადრიდის “რეალში” გატარებული პერიოდი გაიხსენა და დევიდ ბექჰემზე კომენტარი გააკეთა. [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

კლოპი: “როცა მანე პირველად ვნახე, ის რეპერს ჰგავდა”

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა სადიო მანესთან პირველი შეხვედრა გაიხსენა. გერმანელი სპეციალისტი ამბობს, რომ მას […]...
წაკითხვა