ალექსანდრე ჩივაძე: ესპანეთს თბილისში რთული მატჩი ელის

თარიღი: ოქტომბერი 6, 2015

ხვალ საქართველო-ესპანეთია… 21-წლამდელების ევროშესარჩევი… საკმაოდ მნიშვნელოვანი თამაში… დანაკლისი არის, დრო –ცოტა.. სწორედ ამის შესახებ ისაუბრა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ:

– ჰუფნაგელი ახალი გადასულია ფრაიბურგში. კლუბის ხელმძღვანელობა დაგვიკავშირდა და გვთხოვა, რომ მათ ინტერესს გაგებით მოვკიდებოდით. ფრაიბურგი შეკრებაზე მიდის და ჰუფნაგელის წაყვანაც სურს. ჩვენც გაგებით მოვეკიდეთ. ჩემს პრაქტიკაში ასეთი შემთხვევები მქონია და ფეხბურთელი არ უნდა დაძაბო. მითუმეტეს, ჰუფნაგელმა თავად დაგვირეკა და გვითხრა, რომ დიდი სურვილი ჰქონდა ჩამოსვლის და მომავალში ჩვენთან იქნება.

– დანაკლისი მხოლოდ ჰუფნაგელით არ შემოიფარგლება…

– გიორგი პაპუნაშვილი დაშავებულია. ასევე ტრავმა აწუხებთ გიორგი ხარაიშვილსა და მათე კვირკვიას, რომელმაც ხორვატიაში კარგად ითამაშა. ოთარ კაკაბაძე კი ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული.

– დანარჩენი ყველა ფეხბურთელი ადგილზეა?

– გიორგი აბურჯანია გუშინ ჩამოვიდა და დღეს ივარჯიშებს. ლაშა დვალს კი, როგორც იცით, გუშინ ჰქონდა თამაში დუისბურგში და გვიან შემოგვიერთდა. ის თავიდან მსუბუქად დავტვირთეთ.

– კაპიტანი ვინ იქნება?

– მათე ცინცაძე.

– კაკაბაძის ადგილზე ვის მოიაზრებთ?

– ორი მარჯვენა მცველი გვყავს: გიორგი ცერცვაძე და ლევან გეგეჭკორი.

– ესპანეთი ერთ-ერთი უძლიერესია არა მხოლოდ ჩვენს ჯგუფში, არამედ მთლიანად ევროპაში. როგორი განწყობაა ჩვენს გუნდში და ფსიქოლოგიურად ბიჭები როგორ არიან მომზადებულნი?

– საბრძოლო განწყობაა და შიშით არავინ ელოდება მატჩს. შანსებს რაც შეეხება, ჯერ 50/50-ზეა. ესპანეთის მწვრთნელმაც თქვა, შვედეთთან მატჩი მოგვიანებით გვაქვს და ჯერ საქართველოზე ვფიქრობთო. ვიცით, თბილისში არანაკლებ რთული შეხვედრა გველისო. ჩვენი ჯგუფი სიკვდილის ჯგუფად მოინათლა, რასაც ვეთანხმები კიდეც. ესპანეთის გარდა, ხორვატია და შვედეთი არიან.

– ხორვატიაში ისე მოხდა, რომ ფაქტობრივად, მომენტი ვერ შევქმენით. რატომ?

– ასე ვერ ვიტყვი. გვქონდა ერთი-ორი შანსი, თუმცა გეთანხმებით, რომ მეტოქემ გვაჯობა. ჩვენი პრობლემა დროის უკმარისობაა, ერთი ან ორი დღე გვაქვს სავარჯიშოდ.

– საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტად და 21-წლამდელთა მწვრთნელად კვლავ ერთდროულად იმუშავებთ თუ შეიცვლებვა რამე?

– არა, ორივეგან ერთად გამორიცხულია. მეტს ჯერ ვერაფერს გეტყვით.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კასილასი რონალდოს: “გულის შეტევა სხვაგან რომ დამმართნოდა, ახლა შენთან ვერ ვილაპარაკე

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო სოციალურ ქსელ Instagram-ში პირდაპირ ეთერში ხშირად ერთვება და კარანტინში ყოფნისას დრო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარკო როისი: “ბაიერნში” არასოდეს ვითამაშებდი”

მარკო როისმა პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ “ბორუსიას” გარდა სხვა არცერთ გერმანულ კლუბში არ ითამაშებდა. შეგახხსენებთ, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფერდინანდი: “ბარსელონაში” გადასვლასთან ახლოს ვიყავი”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდალური ფეხბურთელი, რიო ფერდინანდი, აღიარებს, რომ 2008 წელს კატალონიის “ბარსელონაში” გადასვლასთან ი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუის სუარესი: “ნეიმარს “ბარსელონაში” თბილად დახვდებიან”

“ბარსელონას” თავდამსხმელმა ლუის სუარესმა კატალონიურ გუნდში ნეიმარისა (“პარი სენ-ჟერმენი”) და ლაუტარო მარტინესის (“ინტერი...
წაკითხვა
ფეხბურთი

“არ გამიკვირდება, თუ ამ პოსტის შემდეგ რაკიტიჩს გუნდიდან გაუშვებენ” – ხორ

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. ხორვატმა ფეხბურთელმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონა...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდინიოს რეაქცია, როცა მას უთხრეს, რომ ციხიდან ათავისუფლებდნენ (ვიდეო)

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო და მისი ძმა რონალდო ასისი 32-დღიანი პატიმრობის შემდეგ პარაგვაის ციხიდან 1.6 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კასანო: “მე ბექჰემზე სიმპათიური ვიყავი”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ მადრიდის “რეალში” გატარებული პერიოდი გაიხსენა და დევიდ ბექჰემზე კომენტარი გააკეთა. [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

კლოპი: “როცა მანე პირველად ვნახე, ის რეპერს ჰგავდა”

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა სადიო მანესთან პირველი შეხვედრა გაიხსენა. გერმანელი სპეციალისტი ამბობს, რომ მას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფილიპე ლუისი: “მესისთვის მაისური არასოდეს მითხოვია”

“ფლამენგოს” მარცხენა მცველმა, ფილიპე ლუისმა ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. როგორც იცით, ბრაზილიელი ფეხბურთელი მადრიდის “ატლეტიკოსR...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სამტრედიას” ლეგიონერი: “ჩემს მშობლებს კორონა ვირუსი დაუდგინეს”

“სამტრედიას” ესპანელი ნახევარმცველის, დიეგო დიზის მშობლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ესპანური გამოცემები კი დიზის მდგომარეობით დაინტერესდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდინიო ციხიდან გაათავისუფლეს

რონალდინიო და მისი ძმა, რობერტო ასისი პარაგვაის ციხიდან გაათავისუფლეს. ახლა მათ შინაპატიმრობაში ყოფნა მოუწევთ. მოსამართლე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დარკო პერიჩმა “ბარსელონას” ფეხბურთელები სერიალის პერსონაჟებს შეუსაბამა

სერბმა მსახიობმა, დარკო პერიჩმა, რომელიც სერიალში “ქაღალდის სახლი” “ჰელსინკის” როლს ასრულებს, კატალონიის “ბარსელონასR...
წაკითხვა
ფეხბურთი

18 წლის ლუკა მიქაია ზუგდიდის 10 გაჭირვებულ ოჯახს დაეხმარა

კვიპროსული “ანორთოსისის” ახალგაზრდა მეკარე 18 წლის ლუკა მიქაია საუკეთესოდ იაზრებს სოციალური პასუხისმგებლობის არსს და საკუთარ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლა ლიგის პრეზიდენტმა ჩემპიონატის განახლების სავარაუდო თარიღი დაასახელა

ესპანეთის პრიმერადივიზიონის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა ტურნირის განახლების რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი დაასახელა. მისი თქმით, ლა ლიგა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოუ: “თუ ზლატანის გუნდში იყავი და წააგებდი, აუცილებლად მოგკლავდა”

ლუკ შოუმ “მანჩესტერ იუნაიტედში” ზლატან იბრაჰიმოვიჩის ყოფნის პერიოდი გაიხსენა. შეგახსენებთ, რომ შვედმა სუპერვარსკვლავმა 2016/17 წლების [&he...
წაკითხვა