ალექსანდრე შტელინი: რა იქნება დინასმოსთან, ერთად ვნახავთ

თარიღი: ოქტომბერი 16, 2015

ქუთაისის ტორპედოში განხორციელებული საკადრო ცვლილების შედეგად, გუნდის მთავარ მწვრთნელად ფეხბურთის უკრაინელი სპეციალისტი ალექსანდრ შტელინი დაინიშნა.

მან ფეხბურთელები პირველად 14 ოქტომბერს ავარჯიშა, დღეს კი კლუბისა და ქალაქის მესვეურებმა, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში წარადგინეს.

ალექსანდრ შტელინი:

– ტორპედო პროფესიონალური კლუბია და მოთამაშეებთან კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებები აქვს. ამიტომ, კონტრაქტების ასე იოლად გაწყვეტა არ მოხდება. ამ ეტაპზე შევისწავლით ყველა მოთამაშეს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება ვინ გვჭირდება გუნდში და საჭიროა თუ არა ახალი მოთამაშეების მოყვანა. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ გუნდი ბოლომდე იბრძოლებს წარმატების მისაღწევად. გუნდი იცხოვრებს თამაშიდან თამაშამდე. ეს იქნება ჩვენი სტრატეგია. მაგრამ საუბარი იმაზე, რა იქნება ერთ ან ორ თვეში, ჯერ ადრეა. თუმცა ბიჭები ითამაშებენ ცოტა სხვანაირად, ცოტა სხვანაირადაც მოემზადებიან. რას მოგვცემს კონტკრეტულად ეს ერთობლივი მუშაობა წინასწარ ვერ გეტყვით, თუმცა პროგრესი რომ იქნება ეს ერთმნიშვნელოვანია.

– ხვალ დინასმოსთან გაქვთ თამაში…

– 2002-03 წლებში, ჩემი ხელმძღვანელობით ტორპედომ ოთხჯერ ითამაშა დინამოსთან. ჯერ შინ წავაგეთ (0:1), მერე გასვლაზე ფრედ (0:0) ვითამაშეთ, საჩემპიონო პლეი-ოფში კი შინაც მოვიგეთ (1:0) და სტუმრადაც (2:0). თუ მეხსიერება არ მღალატობს 34 დარტყმა განვახორციელეთ მეტოქის კარისკენ. ვიცი, რომ დრო იცვლება და აგრეთვე იცვლება ქართული ფეხბურთიც. მე მხოლოდ ერთი ჩანაწერი ვნახე ტორპედოსი, როცა მან ამხანაგური მატჩი გამართა საჩხერის გუნდთან. სასიამოვნოდ გაოცებული ვიყავი თამაშის სტილით. ის დარჩა ბევრ რაღაცაში ძველი იმ გაგებით, რომ ქართველებს უყვართ ტექნიკური და რაციონალური ფეხბურთი ტაქტიკის თვალსაზრისით. საუბრები იმაზე, რომ გუნდი ფიზიკურად ცუდადაა მომზადებული, არ შეესაბამება სიმართლეს. ამხანაგურ მატჩში გუნდმა საკმაოდ კარგი მომზადება აჩვენა. ვნახე დინამოს თამაშიც და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. აი, რა იქნება ხვალ, 15:00 საათიდან ერთად ვნახავთ.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

დიბალა: “რონალდუს ვუთხარი, რომ არგენტინაში ჩვენ ის გვეზიზღება”

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა, პაულო დიბალამ განაცხადა, რომ კრიშტიანო რონალდუ არგენტინაში პოპულარული არ არის და ამის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერთადერთი შემთხვევა, როცა რონალდო და კრიშტიანო რონალდუ ერთმანეთს მოედანზე შეხვდნენ (ვიდეო)

ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეულ მოთამაშეებს – კრიშტიანო რონალდუსა და ბრაზილიელ რონალდოს ერთმანეთთან მოედანზე შეხვედრა მხოლოდ ერთხელ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველო – ბელარუსი ისევ გადაიდო

დღეს უეფას ხელმძღვანელებმა ვიდეოკონფერენცია გამართეს, რომელსაც ევროპის ქვეყნების საფეხბურთო ასოციაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ვიდეოკონფერენცი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქუთაისის “ტორპედოს” მფლობელი კვლავ ზაალ ჩაჩავაა

ქუთაისის “ტორპედოს” პრესსამსახურის უფროსმა ედო ბადალაშვილმა სოციალურ ქსელში გუნდში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე დაწერა. “მაშინ, როცა [...
წაკითხვა
ფეხბურთი

მაურო იკარდი იტალიაში დაბრუნდა

არგენტინელი თავდამსხმელი მაურო იკარდი, რომელიც განათხოვრების წესით “პარი სენ-ჟერმენში” თამაშობს, ოჯახთან ერთად იტალიაში დაბრუნდა. 27 [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ინტერი” ალექსის სანჩესს “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუბრუნებს

მილანის “ინტერი” ალექსის სანჩესს “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუბრუნებს. ბრიტანული გამოცემა “ტელეგრაფი” წერს, რომ “...
წაკითხვა
ფეხბურთი

სესკ ფაბრეგასმა დაასახელა ორი საუკეთესო მწვრთნელი, ვისთან ერთადაც უმუშავია

“მონაკოს” ნახევარმცველმა, სესკ ფაბრეგასმა განაცხადდა, რომ არსენ ვენგერი და ჟოზე მოურინიო საუკეთესო მწვრთნელები არიან მათ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვან დეიკმა დაასახელა ყველაზე რთული მეტოქე, ვის წინააღმდეგაც უთამაშია

“ლივერპულის” მცველმა, ვირგილ ვან დეიკმა დაასახელა ყველაზე რთული მეტოქე, ვის წინააღმდეგაც უთამაშია. ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა სოციალურ [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოთარ კიტეიშვილი: “კლუბებში სიარული არ მიყვარს”

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიული “შტურმის” უპირობო ლიდერია და “შტურმის” ოფიციალურმა ვებ-გ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლესტერმა” ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერს დაადგა თვალი

კატალონიის “ბარსელონას” ბრაზილიელი ვარსკვლავი, ფილიპე კოუტინიო, შესაძლოა, უახლოეს მომავალში ბრიტანეთში დაბრუნდეს. შეგახსენებთ, რომ ამჯერად...
წაკითხვა
ფეხბურთი

რეინა კორონავირუსზე: “25 წუთის მანძილზე ჟანგბადის უკმარისობას განვიცდიდი”

“ასტონ ვილას” 37 წლის კარის დარაჯმა, პეპე რეინამ, პრესასთან კორონავირუსთან ბრძოლაში გამოვლილ რთულ პერიოდზე ისაუბრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფერდინანდს “მანჩესტერში” საულის ხილვა სურს – “დიდებული ფეხბურთელია

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ვარსკვლავმა, რიო ფერდინანდმა, პრესასთან საუბრისას საულის მიმართ არსებული სიმპატიები ვერ დამალა. პრესაში [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ ატარებს გურამ კაშია 1 დღეს ამერიკულ თვითიზოლაციაში (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია ამერიკული “სან-ხოსეს” მცველია. ამერიკის შეერთებულ შტატებში საგანგებო მდგომარეობაა ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაუტაროს აგენტი: “რეალისა” და “ბარსელონას” ინტერესი მასზე არ მოქმე

მილანის “ინტერის” არგენტინელი სუპერვარსკვლავის, ლაუტარო მარტინესის, გადაბირებით არაერთი ევროპული გრანდია დაინტერესებული. ამ საკითხთან დაკა...
წაკითხვა
ფეხბურთი

სკოლარიმ გერმანიასთან განცდილი კრახი გაიხსენა

ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ფელიპე სკოლარიმ, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე განცდილი კრახი […]...
წაკითხვა