ალექსის სანჩესი “ინტერის” სრულფასოვანი მოთამაშე გახდა
ალექსის სანჩესი მილანის “ინტერის” სრულფასოვანი მოთამაშე გახდა. კლუბმა ჩილელი ფეხბურთელი უსასყიდლოდ დაიმატა. შეგახსენებთ, რომ მანამდე ის “მანჩესტერ იუნაიტედის” საკუთრება იყო და “ნერაძურის” რიგებში განათხოვრების წესით თამაშობდა. მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2023 წლის 30 ივნისის ჩათვლით ექნება.
“ნამდვილად მიხარია, რომ აქ ვრჩები თქვენთან ერთად, “ინტერის” ფანებო. მე აქ ოჯახი ვიპოვე, ამ კლუბში დიდებული სტაფი მუშაობს და არის გუნდი, რომელთან ერთადაც გიჩნდება სურვილი, რომ რაღაც დიდი ტურნირი მოიგო. აქ არის ხალხი, რომელსაც სურს ერთად ბრძოლა. გვინდა ბრძოლა, რათა კლუბს ის გამარჯვება მოვუტანოთ, რომელსაც იმსახურებს.
გამარჯვებებს მოწყურებული ვარ, ჩემი მიზანი აქაური ფანების გახარებაა, მე აქ მოსაგებად ვარ”, – ციტირებს ალექსის სანჩესის სიტყვებს “ინტერის” ოფიციალური ვებგვერდი.
31 წლის ფებხურთელმა ამ სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად 30 მატჩი ჩაატარა, ოთხი ბურთი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა.