ალექსის სანჩესი: “მე მათ დონეს მივაღწიე!”

თარიღი: სექტემბერი 9, 2016

ლონდონის “არსენალის” შემტევი, ალექსის სანჩესი, რომელიც “მეთოფეებს” 2014 წელს შეუერთდა, თვლის, რომ მან უკვე მიაღწია სუპერვარსკვლავების, კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის დონეს.

სანჩესმა 2 წელში, 68 პრემიერლიგურ მატჩში 30 გოლი გაიტანა. ნახსენებმა რონალდუმ ბოლო სამ წელში ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ერთხელ ევროპის ჩემპიონატი და წინა სეზონში ყველა ტურნირზე 54 გოლი გაიტანა. ასევე, დაახლოებით ასეთი ფანტასტიკური შედეგები აქვს ლიონელ მესისაც, თუმცა სანჩესი მაინც თვლის, რომ იგი ნახსენებ ორ სპორტსმენს არაფრით ჩამოუვარდება.

“მე მივაღწიე იმ საფეხურს, რომელზეც მაღალი დონის მოთამაშეები ასპარეზობენ. არავისზე ნაკლებად არ მივიჩნევ თავს. ვთვლი, რომ იგივე შესაძლებლობები მაქვს, რაც ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს,” – განაცხადა ჩილელმა მოთამაშემ.

მსგავსი სიახლეები