ალისონმა იდეალური ფეხბურთელის პროტოტიპი შექმნა
“ლივერპულის” მეკარე ალისონ ბეკერმა ყოფილი და მოქმედი თანაგუნდელებისაგან იდეალური ფეხბურთელის პროტოტიპი შექმნა.
მარჯვენა ფეხი – ფრანჩესკო ტოტი
“საუკეთესო მემარჯვენე ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც მითამაშია, ფრანჩესკო ტოტია. ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ტოტი მაღალი დონის ფეხბურთელი იყო, რომელსაც შეეძლო კარგი პასისა და საგოლე გადაცემის გაკეთება, ასევე, საგოლე მომენტის დასრულება. რა თქმა უნდა, მის მარჯვენა ფეხს ავირჩევ.”
მარცხენა ფეხი – მარსელო
“მარსელოს ავირჩევ. მქონდა იმის შესაძლებლობა, რომ მასთან ერთად ბრაზილიის ნაკრებში მეთამაშა. ტექნიკური თვალსაზრისით, ის ერთ-ერთი საუკეთესოა, ვინც კი მინახავს. მას შეუდარებელი ბურთის კონტროლი აქვს, შეუძლია კარგად ჩაწოდება და საგოლე გადაცემის გაკეთება. იდეალური მარცხენა ფეხი აქვს.”
ლიდერის თვისებები – დანიელე დე როსი
“დანიელე დე როსი ნამდვილი ლიდერია. მასთან ერთად “რომაში” ვთამაშობდი. ის ჩემი კაპიტანი იყო და ჩემპიონთა ლიგაზე გუნდს წინ უძღვებოდა. ჩვენ ნახევარფინალში გავედით, ის ყოველთვის გვაჩვენებდა მოგების დიდ სურვილს.”
ყველაზე მშრომელი – ჯეიმს მილნერი
“იმ ფეხბურთელებს შორის, ვისთან ერთადაც მითამაშია, ჯეიმს მილნერი ყველაზე მეტს შრომობს. ის ვარჯიშებზე პირველი მოდის და ბოლო მიდის. როცა დარბაზში შევდივარ, ის ყოველთვის იქ არის და ვარჯიშობს, ყოველდღიურად. როცა დასვენების დღეები გვაქვს, მილნერი მაინც არ ისვენებს. ის დაუღალავია, რაც მოედანზეც კარგად ჩანს.”
ტექნიკა – ნეიმარი
“მას შეუდარებელი ტექნიკა და კრეატიულობა გააჩნია. ნეიმარს მოკლე მონაკვეთში, თუნდაც მაშინ, როცა ერთი ან ორი ფეხბურთელი იცავს, თავის დაძვრენა შეუძლია. ამიტომაც, მას ვირჩევ.”
სისწრაფე – მოჰამედ სალაჰი
“სალაჰი ბურთთან ერთად და მის გარეშეც სწრაფია. ის კონტრ-შეტევების დროს ბრწყინვალეა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მეტოქე გუნდისაგან სივრცეების გახსნა გვჭირდება.”