ალისონმა იდეალური ფეხბურთელის პროტოტიპი შექმნა

თარიღი: ივნისი 10, 2019

“ლივერპულის” მეკარე ალისონ ბეკერმა ყოფილი და მოქმედი თანაგუნდელებისაგან იდეალური ფეხბურთელის პროტოტიპი შექმნა.

მარჯვენა ფეხი – ფრანჩესკო ტოტი

“საუკეთესო მემარჯვენე ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც მითამაშია, ფრანჩესკო ტოტია. ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. ტოტი მაღალი დონის ფეხბურთელი იყო, რომელსაც შეეძლო კარგი პასისა და საგოლე გადაცემის გაკეთება, ასევე, საგოლე მომენტის დასრულება. რა თქმა უნდა, მის მარჯვენა ფეხს ავირჩევ.”

მარცხენა ფეხი – მარსელო

“მარსელოს ავირჩევ. მქონდა იმის შესაძლებლობა, რომ მასთან ერთად ბრაზილიის ნაკრებში მეთამაშა. ტექნიკური თვალსაზრისით, ის ერთ-ერთი საუკეთესოა, ვინც კი მინახავს. მას შეუდარებელი ბურთის კონტროლი აქვს, შეუძლია კარგად ჩაწოდება და საგოლე გადაცემის გაკეთება. იდეალური მარცხენა ფეხი აქვს.”

ლიდერის თვისებები – დანიელე დე როსი

“დანიელე დე როსი ნამდვილი ლიდერია. მასთან ერთად “რომაში” ვთამაშობდი. ის ჩემი კაპიტანი იყო და ჩემპიონთა ლიგაზე გუნდს წინ უძღვებოდა. ჩვენ ნახევარფინალში გავედით, ის ყოველთვის გვაჩვენებდა მოგების დიდ სურვილს.”

ყველაზე მშრომელი – ჯეიმს მილნერი

“იმ ფეხბურთელებს შორის, ვისთან ერთადაც მითამაშია, ჯეიმს მილნერი ყველაზე მეტს შრომობს. ის ვარჯიშებზე პირველი მოდის და ბოლო მიდის. როცა დარბაზში შევდივარ, ის ყოველთვის იქ არის და ვარჯიშობს, ყოველდღიურად. როცა დასვენების დღეები გვაქვს, მილნერი მაინც არ ისვენებს. ის დაუღალავია, რაც მოედანზეც კარგად ჩანს.”

ტექნიკა – ნეიმარი

“მას შეუდარებელი ტექნიკა და კრეატიულობა გააჩნია. ნეიმარს მოკლე მონაკვეთში, თუნდაც მაშინ, როცა ერთი ან ორი ფეხბურთელი იცავს, თავის დაძვრენა შეუძლია. ამიტომაც, მას ვირჩევ.”

სისწრაფე – მოჰამედ სალაჰი

“სალაჰი ბურთთან ერთად და მის გარეშეც სწრაფია. ის კონტრ-შეტევების დროს ბრწყინვალეა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მეტოქე გუნდისაგან სივრცეების გახსნა გვჭირდება.”

იხილეთ ვიდეო

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ემოციური ფოტოები – საქართველოს ქალთა ნაკრების მარცხი ირლანდიასთან

30 ნოემბერს საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე მეოთხე მატჩი გამართა. გიორგი ჩხაიძის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდინიოს ჰეთ-თრიქი და ულამაზესი გოლი საქველმოქმედო მატჩში (ვიდეო)

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდინიომ სამშობლოში ერთ-ერთ საქველმოქმედო მატჩში მიიღო მონაწილეობა. 41 წლის გაუჩომ ჰეთ-თრიქი შეასრულა, [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

აგენტი ლაკაზეტისთვის ახალ კლუბს ეძებს

ლონდონის “არსენალის” ფრანგი თავდამსხმელი, ალექსანდრე ლაკაზეტი, უახლოეს მომავალში ინგლისს დატოვებს. ამ ინფორმაციას გავლენიანი ბრიტანული გამ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნიუკასლს” 14 ტურის შემდეგ მოგება არ აქვს, წარსულში ყველა ასეთი გუნდი გავარდა

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-14 ტურის მატჩში “ნიუკასლ იუნაიტედმა” საკუთარ კედლებში “ნორვიჩის” დამარცხება ვერ შეძლო. აღსანიშნავია,...
წაკითხვა
ფეხბურთი

მასკერანო არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებს გაწვრთნის

“ბარსელონასა” და “ლივერპულის” ყოფილი ნახევარმცველი, ხავიერ მასკერანო, უახლოეს მომავალში არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრების მთავა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ადეიემისთვის ბრძოლაში “ბარსელონას” მთავარი კონკურენტი “ბორუსიაა”

ავსტრიული “ზალცბურგის” ახალგაზრდა ვარსკვლავი, კარიმ ადეიემი, დიდი ალბათობით, კარიერას ევროპულ გრანდში გააგრძელებს. Sky Sports-ის მიერ [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

აგენტი: “მესი ლეგენდაა, მაგრამ ოქროს ბურთს ლევანდოვსკი იმსახურებდა”

მიუნხენის “ბაიერნის” სუპერვარსკვლავის, რობერტ ლევანდოვსკის, აგენტი პრესასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ოქროს ბურთის პრიზს პოლონელი თავდამსხ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კროოსი: ‘მესის ოქროს ბურთი არ დაუმსახურებია’

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა ტონი კროოსმა 2021 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოვების შესახებ კომენტარი გააკეთა. გერმანელმა ფეხბურთელმა [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

დეივისი: “თუ ოქროს ბურთზე ლაპარაკს დავიწყებ, ბევრ ადამიანს ვაწყენინებ”

მიუნხენის “ბაიერნის” მარცხენა მცველმა, ალფონსო დეივისმა 2021 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოვებასთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა. [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ქალთა ნაკრები ირლანდიასთან 11-0 დამარცხდა

საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-4 მატჩი ჩაატარა და ირლანდიასთან […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კამბიასო: “2010 წლიდან ინდივიდუალურ ჯილდოებზე ფიქრი შევწყვიტე”

ვეტერანმა არგენტინელმა ფეხბურთელმა ესტებან კამბიასომ 2021 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოვებაზე კომენტარი გააკეთა. “ინტერის” ყოფილმა ნახევარმცვე...
წაკითხვა
ფეხბურთი

“საკუთარ თავს მოჰკითხოს” – ჩაკვეტაძეს საერთოდ აღარ ათამაშებენ

“გენტს” ხვალ ბელგიის თასის 1/8 ფინალში “ლომელთან” თამაში აქვს, მაგრამ გიორგი ჩაკვეტაძე გუნდის განაცხადშიც კი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კლოპი: “ლევანდოვსკის “ოქროს ბურთს” არასდროს მისცემენ”

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა 2021 წლის “ოქროს ბურთის” შესახებ საკუთარი შეხედულება გამოთქვა. შეგახსენებთ, რომ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“იუვენტუსს” სერია B-ში დაქვეითება და ტიტულების ჩამორთმევა ემუქრება

მომხმარებელთა უფლებების დაცვის იტალიური ასოციაცია [CODACONS] “იუვენტუსს” სერია B-ში დაქვეითებითა და ტიტულების ჩამორთმევით ემუქრება. ამის [...
წაკითხვა