ალეგრი “იუვენტუსს” ზაფხულში დატოვებს
იტალიური პრესის თანახმად, ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი დაკავებულ პოსტს მიმდინარე წლის ზაფხულში დატოვებს.
მხარეებს შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა 2018 წლის 30 ივნისამდე აქვს, მაგრამ, “კალჩო მერკატოს” ცნობით, იანვარში ალეგრიმ და კლუბის ხელმძღვანელობამ ხელშეკრულების ერთი წლით ადრე გაწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს. მხარეებს ერთმანეთთან პრეტენზიები არ აქვთ, თუმცა “ბებერი სინიორას” ხელმღვანელობას გუნდის თავკაცის პოსტზე სხვა პიროვნების ხილვა სურს. “იუვენტუსის” დამრიგებლის თანამდებობიდან მარჩელო ლიპის წასვლის შემდეგ (1999 წ.) გუნდის თავკაცის პოსტზე სამ წელზე მეტხანს არცერთ მწვრთნელს არ უმუშავია. შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო ალეგრი “ბებერ სინიორას” 2014 წლიდან ხელმძღვანელობს.
“იუვენტუსის” ხელმძღვანელობა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე პაულუ სოუზასა (“ფიორენტინა”) და ლუჩანო სპალეტის (“რომა”) კანდიდატურებს განიხილავს.