ალმირონი: “მინდა უფრო მებრძოლ გუნდში ვითამაშო”

თარიღი: მარტი 26, 2021

“ნიუკასლის” პარაგვაელმა თავდამსხმელმა, მიგელ ალმირონმა, პრესასთან საუბრისა აღიარა, რომ უფრო კონკურენტუნარიან და მებრძოლ გუნდში სურს თამაში.

“მინდა უფრო მებრძოლ გუნდში ვითამაშო.

აქ თავს ბედნიერად და კომფორტულად ვგრძნობ. ჩემი ოჯახიც მშვენივრად არის. მადლობელი ვართ ყველაფრის, რაც გაგვაჩნია. მენტალურად კარგ მდგომარეობაში ვიმყოფები და მოუთმენლად ველი ნაკრებში თამაშის შანსს,” – აცხადებს ალმირონი.

შეგახსენებთ, რომ “ნიუკასლს” ექვსი მატჩია პრემიერ ლიგაში არ მოუგია და გასავარდნ ზონას მხოლოდ ორი ქულა აშორებს. ალმირონი კი ინგლისურ კლუბს 2018 წელს შეუერთდა “ატლანტა იუნაიტედიდან”.

მსგავსი სიახლეები