ალონსო: “ბარსას” “კამპ ნოუზე” დამარცხება ლა ლიგის მოგებაზე უკეთესი გრძნობაა”
მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი, ჩაბი ალონსო თვლის, რომ “კამპ ნოუზე” კატალონიური კლუბის დამარცხება უკეთესი გრძნობაა, ვიდრე ესპანეთის ჩემპიონატის მოგება.
“კამპ ნოუზე” იშვიათად მოგვიგია მატჩები, როგორც ეს მოხდა 2012-ში. ეს იმ დროს მოხდა, როცა ლა ლიგა 100 ქულით მოვიგეთ, თუმცა “კლასიკო” 2-1 წავაგეთ, რის გამოც “ბარსელონა” უფრო კარგად გრძნობდა თავს. მართლაც რომ დასამახსოვრებელი წელი იყო.
ეს მატჩი ყოველთვის დაძაბული და საინტერესოა. მიუხედავად იმისა, რომ “რეალი” 10 ქულით ჩამორჩება “ბარსას”. “კლასიკო” ერთ-ერთი საუკეთესო დაპირისპირებაა ფეხბურთში. დიდ ღონისძიებას ჰგავს.
იმედი მაქვს, რომ კარგი მატჩის ყურება მოგვიწევს და “რეალი” “ბარსას” დამარცხებას შეძლებს. ეს მათთვის ძალიან კარგი იქნება.
ჩემპიონთა ლიგას ყველაფრის შეცვლა შეუძლია. ეს წლის ყველაზე დიდი მოვლენა და მიზანია. ლა ლიგის მოგება მათთვის ძალიან რთულია, ამიტომაც ისინი ჩემპიონთა ლიგაზე გადაერთვებიან.
“რეალს” ასეთი ფეხბურთელებით ნებისმიერი კლუბის დამარცხება შეუძლია. დიახ, ისინი ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი ფავორიტები არიან.”- განაცხადა ესპანელმა.