ალონსო “რეალში” 2016 წლამდე დარჩება

თარიღი: იანვარი 8, 2014

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა ხაბი ალონსომ კლუბთან კონტრაქტი 2 წლით გაახანგრძლივა და მადრიდული გრანდის ღირსებას 2016 წლამდე დაიცავს.

ახალი შრომითი ხელშეკრულების თანახმად ალონსო წელიწადში 4-ის ნაცვლად უკვე 6 მილიონ ევროს მიიღებს.

“ეს სტადიონი ჩემი სახლი კიდევ ორი წლით გახდება, რაც ფაქტი ძალიან მახარებს. უბრალოდ ბედნიერი ვარ” – წერს ფეხბურთელი თავის ტვიტერზე.

უახლოს მომავალში “რეალი” ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს ამ ფაქტთან დაკავშირებით.

მსგავსი სიახლეები