ალვარო მორატა: “ჩემი ნათქვამი არასწორად გაიგეს”
ლონდონის “ჩელსის” ესპანელმა შემტევმა, ალვარო მორატამ La Gazzetta dello Sport-თისთვის მიცემულ ინტერვიუზე გააკეთა კომენტარი, სადაც ნათქვამია, რომ ის მშობლიურ მადრიდის “რეალში” გეგმავს დაბრუნებას.
“ჩემი ნათქვამი არასწორად გაიგეს. მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ “რეალსა” და “იუვენტუსში” ბედნიერად ვგრძნობდი თავს და კარიერის დასრულების შემდეგ ლონდონის დატოვებას ვგეგმავდი. ახლა აქ ყველაფერი მაქვს ბედნიერებისთვის.
ლონდონში ცხოვრება ძალიან მომწონს. ბუცების ლურსმნებზე ჩამოკიდების შემდეგ სამშობლოში დაბრუნება კი ლოგიკური იქნება, სადაც ჩემი შვილების აღზრდა მომიწევს. რაც შეეხება “ჩელსის”, 10-წლიანი კონტრაქტი რომ შემომთავაზონ, დიდი ალბათობით, უსიტყვოდ დავთანხმდები,” – აცხადებს მორატა.
სტატისტიკისთვის გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში მორატამ პრემიერ ლიგის ცხრა მატჩში მიიღო მონაწილეობა და საკუთარ აქტივში 6 გოლისა და 3 საგოლე გადაცემის ჩაწერა მოახერხა.