ალვარო მორატას ჰეთ-ტრიკი და “ჩელსის” მორიგი სამი ქულა (ვიდეო)
ინგლისური პრემიერ ლიგის მე-6 ტურში ლონდონის “ჩელსი” “სტოკ სიტის” ეწვია და საკმაოდ იოლი გამარჯვებითაც დაამწუხრა “სტოკელი” გულშემატკივრები. მატჩი “არისტოკრატთა” მშრალი გმარჯვებით, 0:4 დასრულდა.
ანგარიში მატჩის დაწყებიდან მეორე წუთზე გაიხსნა, თავი ალვარო მორატამ გამოიჩინა. 30-ე წუთზე პედრომ ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა. 77-ე და 82-ე წუთებზე გატანილი გოლების წყალობით კი “ჩელსის” ესპანელმა შემტევმა, ალვარო მორატამ პირველი ლონდონური ჰეთ-ტრიკი გაიფორმა – 0:4.
ექვსი მატჩის შემდეგ კონტეს ბიჭებს 13 ქულა უგროვდებათ და ამ დროისთვის მესამე პოზიციაზე იმყოფებიან, “სტოკი” კი 5 ქულით მე-15 ადგილს იკავებს. მომდევნო ტურში “ჩელსი” “სიტის” დაუხვდება, “სტოკი” – “საუთჰემპტონს”.
“სტოკ სიტი”: ბატლენდი; პიტერსი, მარინს ინდი (აფელაი 76′), ჯონსონი; ზობჰი, ფლეტჩერი, ალენი, დიუფი; ხესე (კრაუჩი 60′), ჩუპო-მოტინგი, შაქირი
მთავარი მწვრთნელი: მარკ ჰიუზი
“ჩელსი”: ტიბო კურტუა; ასპილიკუეტა, კრისტენსენი, რუდიგერი; მოზესი, კანტე, ბაკაიოკო, ალონსო (კეჰილი 59′); უილიანი (აზარი 73′), პედრო (ფაბბრეგასი 69′); ალვარო მორატა
მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე