ალვარო მორატას პირველი კომენტარი “რეალთან” მატჩის შემდეგ
ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა ალვარო მორატამ მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ გამართული შეხვედრის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ 13 მაისს, “სამეფო კლუბმა” “ბიანკონერი” საკუთარ მოედანზე მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა. ტურინელთა მხრიდან ერთადერთი გოლი ალვარო მორატამ გაიტანა და თავის გუნდს ფინალის საგზური მოუტანა.
“ძალიან გახარებული ვარ. მადლობა ჩვენი გუნდის ფანებს, მათ ვეტყვი, რომ ფინალის მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ. “ბარსელონა” ძალიან ძლიერია და ცხადია, მათი დამარცხება რთულია, მაგრამ ჩვენს ეს შეგვიძლია”, – ამბობს მორატა.
შეხვედრის 84-ე წუთზე, ალეგრიმ მორატა ლორენტეთი შეცვალ, როცა “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი მოედანს ტოვებდა, მადრიდელმა გულშემატკივრებმა მას დაუსტვინეს.
“ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი. მე ჩემი საქმე გავაკეთე, გოლი კი არ აღვნიშნე. ამჟამად, “იუვენტუსის” ფეხბურთელი ვარ და ამას არ ვიმსახურებდი”, – თქვა 22 წლის შემტევმა.