ალვარო მორატას ტრანსფერისთვის “ბაიერნი” და “ბორუსია” ეცილებიან ერთმანეთს

თარიღი: იანვარი 7, 2019

ლონდონის “ჩელსის” ესპანელი თავდამსხმელი ალვარო მორატა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში გერმანულ ბუნდესლიგაში ვიხილოთ. ამ ინფორმაციას ესპანური გამოცემა Marca იუწყება.

როგორც ცნობილი ხდება, “ჩელსიში” არსებული ჩავარდნების მიუხედავად, მისი გადაბირებისთვის ისეთი კლუბები იბრძვიან, როგორებიც დორტმუნდის “ბორუსია” და მიუნხენის “ბაიერნი” არიან. საქმეში ჩართულია “სევილიას” ხელმძღვანელობაც.

გერმანული კლუბების ხელმძღვანელები უკვე დაუკავშირდნენ “ჩელსის” ესპანელი შემტევის ტრანსფერის თაობაზე, თუმცაღა თავად მორატას ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღია.

გეტყვით იმასაც, რომ მორატამ ნოემბრის შემდეგ გოლი პირველად გუშინდელ მატჩში, “ნოტინგემ ფორესტთან” გაიტანა.

მსგავსი სიახლეები