ალვეში კარიერას “ჩელსიში” გააგრძელებს?

თარიღი: სექტემბერი 23, 2015

როგორც ცნობილია, “არისტოკრატები” ბრაზილიელი განაპირა მცველის შეძენით ინტერესდებიან.

ინგლისური გამოცემა Daily Mail-ის ინფორმაციით, ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელობას “ბარსელონას” ბრაზილიელი ფეხბურთელის, დანიელ ალვეშის გადაბირება სურს.

წყაროზე დაყრდნობით, 32 წლის ალვეშის ტრანსფერით პირადად ლონდონელთა თავკაცი ჟოზე მოურინიოა დაინტერესებული.

შეგახსენებთ, დიდი შანსი იყო, გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, ალვეშს “ბლაუგრანას” რიგები დაეტოვებინა, თუმცა, საბოლოოდ, აზრი შეიცვალა და კატალონიურ გრანდთან ხელშეკრულებაც გაახანგრძლივა.

მსგავსი სიახლეები