ალვეში: “მე კი არ დავარწმუნე ნეიმარი, მან მთხოვა, რომ “პსჟ”-ში გადავსულიყავი”
ბევრმა გამოცემამ დაწერა იმის შესახებ, რომ დანიელ ალვეშმა დაარწმუნა თავისი თანამემამულე ნეიმარი იმაში, რომ მას “პსჟ”-სთან გაეფორმებინა კონტრაქტი. ბრაზილიელი მარჯვენა მცველი აცხადებს, ყველაფერი პირიქით იყოო – ნეიმარმა ჯერ კიდევ “ბარსაში” ყოფნის დროს ურჩია ალვეშს პარიზულ გრანდში გადასვლა.
“იმის საპირისპიროს გეტყვით, რასაც ხალხი ამბობს – მადლიერი ვარ ნეიმარის, რადგან სწორედ მან დამარწმუნა, რომ ჩემთვის “პსჟ” საუკეთესო არჩევანი იქნებოდა. ხოლო, პირადად მე მის ტრანსფერში არანაირი წვლილი არ მიმიძღვის. უბრალოდ, რთულ პერიოდში მის გამხნევებას ვცდილობდი.”
“ჩემი ტრასნფერი წინასწარ დაგეგმილი არ იყო და, როგორც ვთქვი, აქ მოსვლაში ნეიმარმა დამარწმუნა. ალბათ, ის ასე იმიტომ მოიქცა, რომ ადრევე იცოდა, თვითონაც “პსჟ”-ში გადმოვიდოდა,” – განაცხადა ალვეშმა.