“ამას დიდი ხანი ველოდი” – ლიონელ მესიმ ცრემლები ვერ შეიკავა (ვიდეო)
10 სექტემბერს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი შესარჩევ ეტაპზე არგენტინის ნაკრებმა ბუენოს აირესში ბოლივიას უმასპინძლა და მეტოქე 3:0 დაამარცხა. სამივე გოლი ლიონელ მესიმ გაიტანა.
ამ მატჩს, კოვიდ 19-ის რეგულაციებიდან გამოწვეული დიდხნიანი პაუზის შემდეგ, არგენტინელი გულშემატკივრები ესწრებოდნენ. როგორც იცით, არგენტინის ნაკრებმა ივლისში, ბრაზილიაში, კოპა ამერიკა მოიგო. დღეს, ბოლივიასთან გამართული მატჩის შემდეგ, არგენტინელმა ფეხბურთელებმა მოპოვებული თასი საკუთარი ქომაგების წინ აღმართეს.
გუნდის კაპიტანმა ლიონელ მესიმ ცრემლები ვერ შეიკავა და თქვა, რომ ამ მომენტს დიდი ხანი ელოდა.
“დიდხნიანი ლოდინის შემდეგ, ძალიან მიხარია, რომ დღეს შემიძლია დედაჩემთან და ძმებთან ერთად ვიზეიმო, მათ რთული დრო გამოიარეს, ეს შეუდარებელია”, – განაცხადა მესიმ.
Video of the day. Leo Messi crying tears of joy after finally celebrating Copa America with Argentinian people. 🇦🇷🏆 #Messi
…and yes, it’s even more beautiful than his great hattrick scored tonight, becoming best South American scorer in history.pic.twitter.com/28Hbl7LBEZ
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) September 10, 2021
Messi crying tears of joy after finally getting to play in front of the Argentine public.
You just can’t hate him ❤️ pic.twitter.com/PrpyY5iXsr
— MC (@CrewsMat10) September 10, 2021