ამას ხშირად ვერ ნახავთ – “დორტმუნდის” მეკარის საქციელი ლარს ბენდერის ბოლო მატჩში (ვიდეო)
22 აპრილს, გერმანიის ბუნდესლიგის ბოლო ტურში დორტმუნდის “ბორუსიამ” საკუთარ მოედანზე ლევერკუზენის “ბაიერი” 3:1 დაამარცხა.
ეს მატჩი ტყუპებისთვის – ლარს და სვენ ბენდერებისათვის კარიერაში ბოლო იყო. სვენ ბენდერმა თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ის საკუთარმა ძმამ 89-ე წუთზე შეცვალა.
აღსანიშნავია, რომ ლარს ბენდერი მინდორზე შესვლისთანავე თერთმეტმეტრიანის დასარტყმელად გაემართა. ამ ეპიზოდში გამოსარჩევია მასპინძელთა მეკარის, რომან ბიურკის საქციელი, რომელსაც დარტყმის დროს ადგილიდან ფეხი არ მოუცვლია.
Aos 89’ do Dortmund vs Leverkusen, entrou em campo Bender, para o seu último jogo da carreira.
Logo de seguida marca um penalty, no qual o guarda redes adversário (Burki) fica imóvel, para que Bender marcasse no jogo de despedida.
Isto é futebol!💚 pic.twitter.com/MwUGGf1XbM— Cosmos Campeão💚 (@CosmosLampiao) May 22, 2021