ამერიკის საელჩოსა და ფედერაციის ერთობლივი პრესკონფერენცია სამინისტროში

თარიღი: თებერვალი 6, 2015

დღეს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა აშშ-ის საელჩოსა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი პრესკოფერენცია საკალთბურთო გაცვლითი პროგრამის კონკურსის გამოსაცხადებლად.  კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 14-დან 18 წლამდე კალათბურთელ გოგონებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სრულად დაფარავს გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებულ ხარჯს.

კონკურსი გაიმართება თებერვლის მეორე ნახევარში საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. მათ, ვისაც აინტერესებთ პროგრამაში მონაწილეობა, შეუძლიათ ეწვიონ საელჩოს ფეისბუქის გვერდს დამატებითი ინფორმაციისთვის: https://www.facebook.com/tbilisi.usembassy/posts/10152966767947954.

მონაწილეთა შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია კალათბურთის კარგად თამაში, ინგლისური ენის ფლობა და სურვილი ისწავლონ მეტი გენდერული თანასწორობის მნიშვნელობის შესახებ.

მსგავსი ტიპის პროგრამა უკვე განხორციელდა საქართველოში. 2015 წლის იანვარში, ორი გოგონა, ორი ვაჟი და მწვრთნელი გაემგზავრა ამერიკაში.  12 დღიანი პროგრამა მოიცავდა ვარჯიშებს, სემინარებს და კულტურულ ღონისძიებებს უკრაინელ, ლატვიელ, პოლონელ და მოლდოველ სპორტსმენებთან ერთად.

აშშ-ის მთავრობა განაგრძობს ახალგაზრდების განვითარებისა და განათლების ხელშეწყობას საქართველოში.

სპორტის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციას აშშ-ს საელჩოსა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად პროგრამის მონაწილეებიც დაესწრნენ. 

ჯეიმს დუი(ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშე): პროექტის პირველი ეტაპი უკვე განხორციელდა იანვარში, როცა ამერიკაში 1 მწვრთნელი, 2 ბიჭი და 2 გოგო კალათბურთელი გაემგზავრა. ახლა კი, პროგრამის მეორე ეტაპის ფარგლებში ამ შანსს 4 გოგონა მიიღებს. ეს პროექტი ძალიან საინტერესო და სასარგებლოა, ის არ არის მხოლოდ კალათბურთის შესახებ, პროგრამა არის არა მხოლოდ სპორტზე ორიენტირებული, არამედ ახალგაზრდების განვითარებას ისახავს მიზნად. ვფიქრობ, ქართველი გოგონებისთვის ეს არის ძალიან კარგი შანსი და მინდა მოვუწოდო ყველას, ვინც თამაშობს კალათბურთს, ფლობს ინგლისურ ენას და არის გახსნილი ახალი პროექტებისთვის, დაინტერესდნენ და ჩაერთონ ამ პროგრამაში.

ნინო გურული(საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სტრატეგიული განვითარების მენეჯერი): პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ამერიკის საელჩოს ამ ძალიან სასარგებლო და საჭირო პროექტისთვის. კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ყოველთვის მხარს დაუჭერს იმ პროგრამებს, რომლებიც ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელების განვითარებას შეუწყობს ხელს. პროგრამის პირველი ეტაპი იანვარში უკვე განხორციელდა და ახლა, ამერიკული გამოცდილების მიღების შანსი კიდევ ერთხელ ეძლევათ ახალგაზრდა მოთამაშეებს. სასიამოვნოა, რომ აქცენტი გოგონებზე კეთდება. მინდა მათ წარმატება ვუსურვო და კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა აშშ-ს საელჩოს საქართველოში.

ირაკლი ტომარაძე(მწვრთნელი, პროგრამის პირველი ეტაპის მონაწილე): მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას. ამ პროექტით ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ. პროგრამის ფარგლებში დავესწარით ბევრ საინტერესო შეხვედრას, ვარჯიშს, ასევე, ნბა-ს თამაშს. ვნახეთ კალათბურთი ყველა დონეზე, მათ შორის, როგორ ითვისებენ ამ სპორტს შშმ პირები. ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, განსაკუთრებით საინტერესო იყო მწვრთნელებთან კომუნიკაცია.  როგორ გეგმავენ, ურთიერთობენ, რაზე ამახვილებენ ყურადღებას და ა.შ. ასეთი სისტემა ჩვენთან გარკვეული მიზეზების გამო, ბუნებრივია, ზუსტად ვერ დაინერგება, თუმცა ჩვენ, საკალათბურთო აკადემია შევეცდებით გადმოვიღოთ მაქსიმალურად ბევრი საინტერესო და საჭირო მომენტი. ვაპირებთ ფედერაციასთან შეხვედრას და ჩვენი იდეების გაზიარებას. წარმატებებს ვუსურვებ პროგრამის შემდგომი ეტაპის მონაწილეებს.

მაგდა სვიანაძე(გოგონათა ოლიმპიური ნაკრების წევრი, პროგრამის პირველი ეტაპის მონაწილე):  ძალიან კარგი და სასარგებლო პროექტია, დიდი გამოცდილება მივიღეთ და მიხარია, რომ შანსი მომეცა ამ პროგრამაში მეც ვყოფილიყავი ჩართული. ბევრი საინტერესო და ახალი რამე გავიგეთ, ვიყავით ტრენინგებზე, ვარჯიშებზე, ავისრულეთ ოცნება და ნბა-ს თამაშსაც დავესწარით. შევხვდით შშმ პირებსაც და მათთან ერთად ვითამაშეთ კალათბურთი. ძალიან კარგი იქნება, თუ ამ პროგრამაში ჩართვის საშუალება ბევრ ახალგაზრდას მიეცემა.

superleague.ge

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

შერმინატორი! – რა გააკეთა გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში (ვიდეო)

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში გიორგი შერმადინის “ტენერიფე” საკუთარ კედლებში “ბურგოსს” დაუპირისპირდა და 85:82 გაიმარჯვა. შე...
წაკითხვა
კალათბურთი

სტივ კერი: “ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ჯერ ფეხბურთი უნდა ითამაშონ”

“გოლდენ სტეიტ უორიორსის” მწვთნელი, სტივ კერი აცხადებს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ჯერ ფეხბურთის სკოლა უნდა გაიარონ, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიამ მეტოქის კალათში ბურთი საკუთარი ნახევრიდან ჩააგდო (ვიდეო)

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში თორნიკე შენგელიას “ბასკონია” სტუმრად “ობრადოიროს” უპირისპირდება. პირველი მეოთხედის დასასრულ...
წაკითხვა
კალათბურთი

“სან ხოსეს” მიმართვა “გოლდენ სტეიტს” და ზაზა ფაჩულიას პასუხი (ვიდე

ამერიკული საფეხბურთო კლუბის, “სან ხოსე ერთქვეიქსის” ოფიციალურმა გვერდმა Twitter-ში ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში აღბეჭდილია, თუ როგორ [&helli...
წაკითხვა
კალათბურთი

სამწუხარო ამბავი – გოგა ბითაძე “დეტროიტ პისტონსთან” მატჩს გამოტოვებს

“ინდიანა პეისერსის” ქართველი ცენტრი, გოგა ბითაძე დღეს “დეტროიტ პისტონსის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. “ინდიანას” ოფი...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის პირადი რეკორდი NBA-ში – 13 ქულა 20 წუთში (ვიდეო)

7 ნოემბერს, “ინდიანა პეისერსმა” საკუთარ კედლებში “ვაშინგტონ ვიზარდსი” მიიღო და 121:106 გაიმარჯვა. ამ შეხვედრაში “ინდიანა...
წაკითხვა
კალათბურთი

როგორ ეხმაურებიან უცხოელი ქომაგები გოგა ბითაძის თამაშს “ჩიკაგო ბულსის” წინააღმ

4 ნოემბერს, გოგა ბითაძემ NBA-ს მატჩში, სასტარტო ხუთეულში პირველად ითამაშა. გოგას “ინდიანა პეისერსი” საკუთარ კედლებში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რატომ იზრდის გოგა ბითაძე წვერს? – ქართველი კალათბურთელის სახალისო პასუხი ჟურნალისტს

ამერიკელი ჟურნალისტი ტონი ისტი სოციალურ ქსელში გოგა ბითაძესთან დაკავშირებით სახალისო პოსტს აქვეყნებს. მან “კლივლენდ კავალიერსსა” […...
წაკითხვა
კალათბურთი

“თუ არ სურთ, რომ ვინმეს დავეხმარო, არავის დავეხმარები” – რა უთხრეს ბითაძ

2 ნოემბერს, გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” “კლივლენდ კავალიერსი” 102:95 დაამარცხა. ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა წარმატებული ...
წაკითხვა
კალათბურთი

ვიქტორ ოლადიპოს რეაქცია გოგა ბითაძის სამქულიანზე (ვიდეო)

2 ნოემბერს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” სტუმრად “კლივლენდ კავალიერსს” დაუპირისპირდა და 95:102 გაიმარჯვა. ბითაძე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის ბრწყინვალე მატჩი – 10 ქულა, 9 მოხსნა და 4 დაფარება “კლივლენდის

2 ნოემბერს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” სტუმრად “კლივლენდ კავალიერსს” დაუპირისპირდა და 95:102 გაიმარჯვა. ბითაძე [&h...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის სადებიუტო მატჩი და ქულები NBA-ში (ვიდეო)

ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა, გოგა ბითაძემ NBA-ში პირველი მატჩი ჩაატარა. 20 წლის მოთამაშის დებიუტი “კლივლენდ კავალიერსის” […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველოს სუპერლიგიდან NBA-ში – მარკ ოგდენი “ატლანტაში” გადავიდა

“ატლანტა ჰოუქსმა” საქართველოს სუპერლიგაში მოთამაშე კალათბურთელი, ფორვარდი მარკ ოგდენი დაიმატა. ოგდენი ბოლო 2 წელიწადი “ოლიმპში”...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის ბრწყინვალე დებიუტი “ინდიანა პეისერსში” (ვიდეო)

“ინდიანა პეისერსში” გოგა ბითაძის დებიუტი შედგა. ქართველმა ცენტრმა მოსამზადებელ ეტაპზე “მინესოტას” წინააღმდეგ პარკეტზე 24 წუთი ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის სიმღერამ თანაგუნდელები და ქომაგები გაახალისა (ვიდეო)

“ინდიანა პეისერსის” ქართველ კალათბურთელს, გოგა ბითაძეს გუნდის Rookie Challenge-ში მოუწია მონაწილეობის მიღება. გოგამ კრისტინა აგილერას [&he...
წაკითხვა