ამერიკის შეერთებული შტატები 0-2 კოლუმბია: სამხრეთელებმა გამარჯვებით დაიწყეს

თარიღი: ივნისი 4, 2016

• დღეს, ამერიკის შეერთებულ შტატებში სტარტი აიღო კოპა ამერიკის საიუბილეო, რიგით 45-ე გათამაშებამ.

• კოპა ამერიკა ისტორიაში პირველად იმართება სამხრეთ ამერიკის ფარგლებს გარეთ.

და

ტურნირის პირველი მატჩი კალიფორნიაში გაიმართა, სადაც ადგილობრივებს კოლუმბიის ეროვნული ნაკრები დაუპირისპირდა. ორივე გუნდი ა ჯგუფში არკვევენ ურთიერთობებს.

იურგენ კლინსმანის გუნდი საბრძოლო თერთმეტეულით თმაშობდა, ისევე როგორც ბოლივიასთან მოგებული მატჩის (4-0) მეორე ნახევარში. გუნდს მაიკლ ბრედლი კაპიტნობდა, მასთან ერთად კი გუნდის ლიდერის ფუნქციებს კლინტ დემფსი, ბრედ გუზანი და ფაბიან ჯონსონი ინაწილებდნენ.

რაც შეეხება კოლუმბიელებს, მათ ბოლო მოსამზადებელი მატჩი ჰაიტის წინააღმდეგ ჩაატარეს (3-1), რის შემდეგაც გუნდის შემადგენლობას მსხვილი კალიბრის ფეხბურთელები დაემატნენ – ხამეს როდრიგესი და ედუინ კარდონა.

“ლევის სტადიონზე” აშშ-ს გულშემატკივრები საკმაოდ აქტიურად ქომაგობდნენ საკუთარ ნაკრებს, მაგრამ კოლუმბიელებმა მატჩის დაწყებიდან მე-8 წუთზევე მოახერხეს მათი გაჩუმება – ედუინ კარდონას კუთხურს კრისტიან საპატა გამოეხმაურა, რომელმაც ფეხით ზუსტი გასროლა განახორციელა და პირველი გოლიც გაიტანა ნაკრების მაისურით.

გოლის გაშვების შემდეგ აშშ-ს გუნდი კარგა ხანს ფლობდა ბურთს, თუმცა დავიდ ოსპინაზე დიდი წნეხი ნამდვილად არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით დემფსის გასროლას 30-ე წუთზე, რაც მასპინძელთა ერთადერთი საგოლე მომენტი იყო.

პირველი ტაიმის დასრულებამდე 4 წუთით ადრე მასპინძელთა სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა – დეანდე იედლინს ბურთი ხელზე მოხვდა, რაც რობერტო გარსიამ მაშინვე შეამჩნია და პენალტიც დანიშნა. 11-მეტრიანი მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა, ხამეს როდრიგესმა გოლად გარდასახა და ნაკრების მაისურით მე-15 გოლიც გაიტანა.

მართალია, მეორე ტაიმი უფრო სანახაობრივი გამოდგა, თუმცა ვერცერთმა ამერიკულმა გუნდმა ვერ მოახერხა გოლის გატანა.

Untitled-1

ამერიკის შეერთებული შტატები: გუზანი – იედლინი, ქემერონი, ბრუკსი, ფაბიან ჯონსონი – ბედოია (ზუსი 86′), ბრედლი, ჯონსი (ნაგბე 66′) – ზარდესი, დემფსი, ვუდი (პულიშიჩი 66′).

კოლუმბია: ოსპინა – არიასი, საპატა, მურილო, დიასი – პერესი (სანჩესი 86′), დანიელ ტორესი – კუადრადო, როდრიგესი (გელისი 73′), კარდონა – ბაკა (მორენო 88′).

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გიორგი არაბიძე “დინამოში”?

“სამტრედია” ეროვნული ლიგიდან გავარდა და კლუბს ლიდერები დატოვებენ, მათ შორის, 23 წლის გიორგი არაბიძეა, რომელიც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩავიმ “ბარსაში” წმენდა უნდა დაიწყოს – ვინ დატოვებს გუნდს?

კატალონიის “ბარსელონა” პირველად 20 წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩა და ასპარეზობს ევროპა ლიგაზე გააგრძელებს. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩავი: “დღეს ახალი ეპოქა იწყება”

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა “ბაიერნთან” განცდილი მარცხის (3:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, კატ...
წაკითხვა
ფეხბურთი

როდის გაიმართება ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა?

2021-2022 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი სრულდება. 9 დეკემბერს “ატალანტასა” და “ვილიარეალს” შორის უამინდობის [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ვალიადოლიდის” მთვრალ ფეხბურთელს ავარია შეემთხვა (ვიდეო)

“ვალიადოლიდის” ნახევარმცველ გონსალო პლატას ქალაქის ცენტრში ავარია შეემთხვა. 21 წლის ეკვადორელი ფეხბურთელი საკუთარი ავტომობილით ტაქსის [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

“საბურთალო” საქართველოს თასის მფლობელია!

“საბურთალომ” დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალში წყალტუბოს “სამგურალი” 0-1 დაამარცხა და გამარჯვებული გახდა. თამ...
წაკითხვა
ფეხბურთი

5 ქართველი ლეგიონერი, რომლებიც “დინამოს” ევროტურნირზე გაიყვანენ!

თბილისის “დინამომ” სეზონის დასრულების შემდეგ კახა ცხადაძესთან და ალექსანდრე რეხვიაშვილთან ერთად დიდი ცვლილებების შესახებ გამოაცხადა [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩავიმ “ბაიერნთან” მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა

კატალონიის “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი, “ბაიერნთან” მატჩის წინ პრესასთან საუბრობს. როგორც იცით, ჯგუფური ეტა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტრავმირებულმა სუარესმა ცრემლები ვერ შეიკავა, მადრიდული დერბი ოთხ დღეშია

მადრიდის “ატლეტიკოს” ურუგვაელმა ვარსკვლავმა, ლუის სუარესმა, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშისას დაზიანება მიიღო. დიეგო სიმეონემ ლუის სუარესის [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპული” პირველი ინგლისური კლუბია, რომელმაც ჯგუფური ეტაპის ექვსივე მატჩი მო

“ლივერპულმა” ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრაში “მილანი” დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 1:2 დაამარცხა და ასპარეზობა ჯგუფში [...
წაკითხვა
ფეხბურთი

იბრაჰიმოვიჩი ჩემპიონთა ლიგას ამჯერადაც ვერ მოიგებს, როგორია მისი სტატისტიკა ამ ტურნირზე?

“მილანმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურის შეხვედრაში “ლივერპულის” დამარცხება ვერ შეძლო და შედეგად ზლატან [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

პიოლის პირველი კომენტარი “მილანის” ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურის მატჩში “მილანმა” საკუთარი შანსი ვერ გამოიყენა და ევროტურნირებზე ასპარეზობას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბარელას წითელი ბარათი “რეალთან” მატჩში (ვიდეო)

People wanted this Barella guy in our club 😭😭 pic.twitter.com/Mlo8lF6DJA — Adrian ᴿᴹ (@iEnvyAdrian) December […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარა და ჩაკვე – ქართველი ტალანტები, რომლებიც კარიერას ინგრევენ!

ჯერ ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გიორგი ჩაკვეტაძემ ისე გაიბრწყინა, საქართველოს ნაკრები პირადად მისი გოლების წყალობით […]...
წაკითხვა