ამერიკული ტურნე | შემადგენლობა არგენტინასთან

თარიღი: ივნისი 23, 2017

ამერიკული ტურნეს დასკვნით მატჩში ბორჯღალოსნები არგენტინას პრაქტიკულად უძლიერესი შემადგენლობით ეთამაშება. ჰუჰუიში შეხვედრა 24 ივნისს, საქართველოს დროით 23:15 საათზე დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟი ‘ტელე იმედზე’.

მეხუთედ არგენტინასთან

2011 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, ‘მსოფლიო რაგბმა’ ბორჯღალოსნებს პირველი დონის გუნდებთან ტესტ-მატჩების გამართვის შესაძლებლობა მისცა. შედეგად, მსოფლიო თასს მიღმა ბობოლებთან მეოთხედ ვთამაშობთ და მეორედ არგენტინასტან. პირველად 2013 წელს, სწორედ არგენტინას შევხვდით და მასპინძლებმა სან ხუანში მატჩის მიწურულს დადებული ლელოთი 29:18 იმარჯვეს.

მას შემდეგ იყო ვიზიტი დუბლინში (2014 წელს ირლანდიასთან) და ქილმარნოქში (2016 წელს შოტლანდიასთან) და ახლა კვლავ ‘პუმებს’, არგენტინის ჩრდილოეთით ჰუჰუიში ვეთამაშებით. დღემდე სამხრეთ ამერიკელებთან 4-ჯერ გვითამაშია, სამჯერ მსოფლიო თასზე (2007, 2011 და 2015 წლები) და გამარჯვება ყველა ჯერზე მეტოქეს დარჩა.

მჭედლიძე ბრუნდება

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა მილთონ ჰეიგმა უკვე დაასახელა ის 23 მოთამაშე, რომლებიც არგენტინის წინააღმდეგ ითამაშებენ. თუ არ ჩავთვლით ტრავმირებულ მორაგბეებს, შემადგენლობა უძლიერესია.

განვლილ ორ კვირაში ბორჯღალოსნებმა ჩრდილოეთ ამერიკაში ორი თამაში გამართეს და კანადასა და აშშ-სთან სტუმრად პირველი გამარჯვებები მოიპოვეს: პირველს ქარიან ქალგარში 13:0, ხოლო მეორეს მზიან ატლანტაში 21:17 ვძლიეთ. ორი ტესტი ითამაშა არგენტინამ შესუსტებულ ინგლისთან (‘ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების’ ახალ ზელანდიაში ტურნეს გამო) და ორივე ჯერზე ბრძოლაში დამარცხდა – 34:38 და 25:35.

ჩვენი შემადგენლობა თითქმის ისეთივეა, როგორიც ერთი კვირის წინ აშშ-სთან მოგებულ შეხვედრაში იყო. ხაზში ერთი ცვლილებაა – სასტარტოში ბრუნდება გარემარბი თამაზ მჭედლიძე, რომელსაც ნაკრების კვართით შარშან ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია.

ერთი ცვლილებაა შერკინების პირველ ხაზში. ლევან ჩილაჩავას ნაცვლად, რომელიც განვლილ შეხვედრაში დაშავდა, თამაშს სოსო ბეკოშვილი დაიწყებს. კიდევ უფრო ადრე, კანადასთან დაშავდა ანტონ ფეიქრიშვილი და მწვრთნელები თამაშის წინ გადაწყვეტენ ვინ იქნება ბეკოშვილის შემცვლელი – ნიკოლოზ ხატიაშვილი თუ ფეიქრიშვილი.

მილთონ ჰეიგი ამბობს, რომ ამ თამაშს 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების კუთხით უდიდესი მნიშვნელობა აქვს:

“ხვალინდელი მატჩი 2019 წლის მსოფლიო თასის მოსამზადებელი პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

ყველამ კარგად ვიცით, რომ არგენტინა ღონიერი გუნდია, რომელიც ხელით სწრაფად და უშეცდომოდ თამაშობს. მას შემდეგ რაც ის ‘ზე რაგბსა’ და ‘რაგბი ჩემფიონშიფს’ (4 ერი) დაემატა, უდავოა, რომ დღეს-დღეისობით მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდია.

ეს ჩვენთვის კარგ შესაძლებლობაა ვნახოთ სად ვართ. ასეთი თამაშების შესაძლებლობა მსოფლიო თასის გარეთ ხშირად არ გვეძლევა და შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.

ამ კვირაში განსაკუთრებულად კარგად მოვემზადეთ. ადგილობრივებმა ჰუჰუიში ძალიან კარგი სტუმარ-მასპინძლობა გაგვიწიეს, რისთვისაც მათ დიდი მადლობას ვუხდი.

ფაქტია, რომ შაბათს ქართული რაგბის ისტორიაში კიდევ ერთი თავი დაიწერება. ეს არის ჩვენი მიზანი, ის რასაც დიდ ყურადღებას ვუთმობთ“.

უკანა ხაზი: კვირიკაშვილი, მჭედლიძე, კაჭარავა, შარიქაძე, თოდუა, ხმალაძე, ლობჟანიძე;

შერკინება: ნარიაშვილი, ბრეგვაძე, ბეკოშვილი, ნემსაძე, მიქაუტაძე, ლომიძე, კოლელიშვილი, ბიწაძე;

მარქაფა: მათიაშვილი, მალაღურაძე, ბეგაძე, მამუკაშვილი, მატარაძე, ხატიაშვილი, ფეიქრიშვილი, ჩხაიძე, გიორგაძე.

Rugby.Ge

მსგავსი სიახლეები
რაგბი

გოჩა სვანიძის განცხადება, რუსეთის რაგბის კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე

დღეს, 19 ივლისს, რუსეთის რაგბის ფედერაციამ გამოაქვეყნა განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთის ნაკრები საქართველოს ნაკრების […]...
წაკითხვა
რაგბი

17 წლის ქართველი მორაგბე, რეზი თაბაგარი გარდაიცვალა

სარაგბო კლუბ “არწივების” მოთამაშე, 17 წლის რეზი თაბაგარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია გუშინ […]...
წაკითხვა
რაგბი

რუსულმა კლუბმა ორ ქართველ მორაგბეებს თვალის ჟესტის გამო კონტრაქტი გაუწყვიტა

რამდენიმე დღის წინ, რუსეთის სარაგბო ჩემპიონატის კლუბ “სლავას” ქართველმა მოთამაშეებმა რეზი ბროძელმა და საბა ილურიძემ […]...
წაკითხვა
რაგბი

დღის ფოტო: რა ხდება ტოკიოს ქუჩებში?

20 სექტემბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ეროვნული ნაკრებიც […]...
წაკითხვა
რაგბი

ბრიტანელ მორაგბეს მუხლი ამოუვარდა, შემდეგ ჩაისვა და თამაში გააგრძელა (ვიდეო)

ბრიტანული “ჰალის” მორაგბე ჯო ვესტერმანმა სუპერ ლიგაში, “ჰალ კინგსტონ როვერსთან” გამართულ შეხვედრაში მებრძოლი ხასიათი გამოავლინ...
წაკითხვა
რაგბი

მსოფლიო თასისთვის 43 მორაგბე მოემზადება

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ის 43 მორაგბე შეარჩია, რომლებიც 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოემზადებიან. რაზმში 26 […]...
წაკითხვა
რაგბი

მილტონ ჰეიგი ზურაბ ჟვანიაზე: “ის არ არის იმ ფორმაში, რომ ნაკრებში იყოს”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა ზურაბ ჟვანიას საკითხზე კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, […]...
წაკითხვა
რაგბი

“ცუდია, რომ სარაგბო სამყაროში ვიღაცის ინტერესები გადამწყვეტია” – ზურაბ ჟ

უახლოეს ხანებში საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატისათვის გაფართოებული შემადგენლობა უნდა [&hellip...
წაკითხვა
რაგბი

თედო აბჟანდაძის ჟესტი აქციაზე დაზარალებულთა მხარდასაჭერად (ვიდეო)

22 ივნისს, მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მე-9 ადგილისათვის მატჩში იტალის დაუპირისპირდა და 17:29 დამარცხდა. […]...
წაკითხვა
რაგბი

მომავალ მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ჯგუფი ცნობილია

2019 წლის 20-წლამდე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მე-9 ადგილისათვის ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ფიჯი 12:8 დაამარცხა, რითაც […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო U20 – ფიჯი U20 – ბოლო წუთები (ვიდეო)

17 ივნისს, მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე, მე-9 ადგილისათვის ნახევარფინალურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ფიჯის დაუპირისპირდა. შეხვედრა ძალიან [&hell...
წაკითხვა
რაგბი

გულშემატკივრები მამუკა გორგოძის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებას სთხოვენ

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების გულშემატკივართა ნაწილი გუნდის ყოფილი კაპიტნის, მამუკა გორგოძის ნაკრებში დაბრუნებას ითხოვს. ინტელექტუალური თამაშის [&hel...
წაკითხვა
რაგბი

ზელანდიელთა ჰაკა საქართველოს 20-წლამდე ნაკრების წინააღმდეგ (ვიდეო)

4 ივნისს, მიმდინარე მსოფლიოს 20-წლამდე ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა გამართა. უმცროსი ბორჯღალოსნები ახალ ზელანდიას […]...
წაკითხვა
რაგბი

სასამართლომ მერაბ კვირიკაშვილი უდაშანაულოდ ცნო

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევის საქმეში, რამაც გამოიწვია […]...
წაკითხვა
რაგბი

ვიტო კოლელიშვილი: “რაგბიდან არ წავსულვარ”

ბორჯღალოსანი ვიტო კოლელიშვილი, ტვინის შერყევების სიმრავლიდან გამომდინარე იძულებული გახდა, რომ ერთწლიანი შესვენება აეღო და შესაბამისად, 2019 წლის მსოფლ...
წაკითხვა