ამიერიდან ვიქტორ ვალდესს სიკეთის გაკეთება 100 ევრო დაუჯდება
როგორც იცით, ვიქტორ ვალდესი ამჟამად ბელგიაში, “სტანდარდის” რიგებში ასპარეზობს, სადაც ის ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ბელგიაში ასპარეზობისას, ესპანელმა მეკარემ არაერთხელ აჩუქა საკუთარი მაისური გულშემატკივარს, რამაც კლუბის ხელმძღვანელობა ძალიან გაანაწყენა.
შედეგად, ბელგიური კლუბის მესვეურებმა გადაწყვიტეს, რომ საჩუქრად გაცემული ყოველი მაისურის ნაცვლად ვალდესს 100 ევრო ჩამოაჭრან.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ოფიციალურ მაღაზიებში “სტანდარდის” მაისური სულ რაღაც 65 ევრო ღირს.