ამირ ზარე: “პეტრიაშვილთან ფინალის წინ ყველაფერი გავაანალიზე”

ირანის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ამირ ჰოსეინ ზარემ მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც იცით, ზარემ 125კგ წონითი კატეგორიის ფინალში გენო პეტრიაშვილი დაამარცხა. იქამდე 20 წლის ირანელმა თურქ ტაჰა აკგულსაც მოუგო.
“ტოკიოს ოლიმპიადისათვის საკმარისად კარგად მომზადებული არ ვიყავი. ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შემდეგ, ჩემს სუსტ მხარეებზე დავიწყე მუშაობა და მწვრთნელებთან ერთად მეტოქეები შევისწავლე. ამიტომაც, ტაჰა აკგულისა და პეტრიაშვილის დამარცხება შევძელი. გენოსთან ფინალური შეხვედრა ძალიან რთული იყო. ამ დაპირისპირების წინ ყველაფერი გავაანალიზე და ამის მიხედვით მოვემზადე. მადლობა ღმერთს, ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდა. შევეცდები, რომ ეს წარმატება შევინარჩუნო”, – განაცხადა ზარემ.