ამისულაშვილი: “მე პოლიტიკოსი არ ვარ, რომ…”
დღეს ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრები გაიმართა. თბილისის “დინამომ” 0:1 წააგო საკუთარ მოედანზე ზაგრებულ “დინამოსთან” და შესარჩევ ეტაპს გამოეთიშა.
შეხვედრის შემდეგ, მცველმა, ამისულაშვილმა Fanebi.Com-თან ისაუბრა…
“გოლი ძალიან ადრე გავუშვით. გამომდინარე იქიდან, რომ წინა შეხვედრა 2:0 გვქონდა წაგებული, ძალიან რთული იყო შეხვედრის შემოტრიალება. ოთხი გოლი გვქონდა გასატანი და ერთიც ვერ გავიტანეთ.”
“მიუხედავად ცუდი ამინდისა, გულშემატკივარი ბოლომდე ჩვენთან დარჩა და ამისთვის მათ ძალიან დიდ მადლობას ვუხდი.”
“რაც შეეხება ევროპის ლიგის პლეი-ოფს, ჩემი აზრით, ფიზიკური პრობლემები არ უნდა გქვონდეს. ფსიქოლოგიურად ახლა ცუდ დღეში ვართ, თუმცა იქამდე ბევრი დროა და ამ მხრივაც გავძლიერდებით. რას ვიზავთ, ზუსტად ვერ დაგპირდებით… მე პოლიტიკოსი არ ვარ, რომ დაპირბები მოგცეთ,” – განაცხადა 33 წლის მოთამაშემ.