ამჯერად მაინც გაიბრწყინებს რონალდუ ჩემპიონთა ლიგის ფინალში?
ბოლო დროს კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგას გემო გაუგო. პორტუგალიელი კონტინენტური ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. დღეს კი მას შანსი ეძლევა შეუერთდეს იმ ფეხბურთელთა რიგს, რომლებმაც ეს ტიტული 3-ჯერ მოიგეს. მაგრამ, მას არასდროს არ უთამაშია გადამწყვეტი როლი ფინალში, განსხვავებით მისი უშუალო კონკურენტისა, ლიონელ მესისა.
თუ ის დღეს, მილანში გოლის გატანას შეძლებს, მისი სახელი კიდევ უფრო მეტჯერ ჩაიწერება ისტორიის წიგნებში, რამეთუ ის გახდება პირველი ფეხბურთელი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის 3 განსხვავებულ ფინალში ექნება გოლი გატანილი.
თუმცა ამ სტატისტიკურ მონაცემებს მთლიანი ისტორიის გადმოცემა როდი შეუძლიათ ?! გატანილი ორი გოლის მიუხედავად, პორტუგალიელის ასპარეზობა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატის ფინალში იმდენივე იმედგაცრუებას იტევდა, რამდენ სიხარულსაც.ჰორიზონტზე კი “ატლეტიკოა” – რაც იმას ნიშნავს, რომ “რეალს” რონალდუსგან გაცილებით მეტი სჭირდება.
2007-08 წლების ფინალში რონალდუმ ანგარიში ბრწყინვალე თავურით გახსნა, რამაც “მანჩესტერ იუნაიტედი” “ჩელსის” წინააღმდეგ მატჩში დააწინაურა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ფრენკ ლამპარდმა გამათანაბრებელი გოლის გატანა შეძლო, პორტუგალიელის ბრწყინვალება ბურუსმა მოიცვა. პენალტების სერიაში რონალდუმ პაუზა გააკეთა, იმ იმედით, რომ ამით ჩეხზე გავლენას იქონიებდა, თუმცა ლეგენდარულმა ჩეხმა გამოუცდელ რონალდუს აჯობა. რონალდუ ერთადერთი იყო “მანჩესტერელთაგან”, რომელმაც პენალტი გააცუდა. რომ არა ტერის შეცდომა, სერ ალექს ფერგიუსონი ამ ტიტულს ვერ იზეიმებდა.
ერთი წლის შემდეგ, “იუნაიტედი” კვლავ დაბრუნდა ფინალალში – ამჯერად მათი მეტოქე “ბარსა” იყო – და ყველა იმაზე საუბრობდა, გააგრძელებდა თუ არა პორტუგალიელი კარიერას ინგლისში, რამეთუ მისი გადაბირებით “რეალი” იყო დაინტერესებული.
რთული იყო იმის თქმა, იყო თუ არა საერთოდ რონალდუ მოედანზე მატჩში, რომელიც კატალონიელებმა ე.წ. “ცალკარად” გადააქციეს. ამ მატჩში “ბარსელონას” ბრწყინვალება “ბლაუგრანას” არგენტინელმა ვარსკვლავმა, ლეო მესიმ დააგვირგვინა თავურით. 0-2.
მას შემდეგ მესიმ 2011 წელსაც გაიბრწყინა, 2011 წელს, უემბლიზე, როცა ბრწყინვალე გოლით მოახერხა ანგარიშის გახსნა. არგენტინელმა მესამე გოლშიც მიიღო მონაწილეობა და ღირსეულად მიიღო მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსი. რონალდუმ კი მომდევნო ფინალი 2014 წელს ითამაშა.
2014-ში კი რონალდუ დაბრუნდა პორტუგალიაში, პორტუგალიის დედაქალაქში, სადაც მისმა პროფესიონალურმა კარიერამ აიღო სტარტი. თუმცა, რონალდუმ ლისაბონში მხოლოდ მცირე ნაწილი გააკეთა იმისა, რაც უნდა გაეკეთებინა. მის ნაცვლად, ინსპირაციის მძიმე ტვირთი ანხელ დი მარიამ, გარეთ ბეილმა და სერხიო რამოსმა ატარეს.
მართალია, რომ პორტუგალიელის სახელი მაინც გამოჩნდა ანგარიშის ამსახველ დაფაზე, მაგრამ ეს მატჩის დასრულებამდე რამოდენიმე წუთით ადრე მოხდა, მაშინ როცა ანგარიში 3-1 იყო. ეს სიტუაცია საერთოდ არ შეესაბამებოდა იმ მოქმედებას, რაც რონალდუმ შემდეგში გააკეთა – გაიხადა მაისური,გაამზეურა კუნთები და დაიწყო ყვირილი. შემდეგში კი ფარდა აეხადა მის ამ ნაბიჯს – ეს ყველაფერი იმ ბიოგრაფიული ფილმისთვის იყო, რომელიც შემდეგში გამოვიდა.
წლევანდელი ფინალის დაწყებამდე, რონალდუს კვლავ აქვს გარკვეული პრობლემები. რამოდენიმე დღის წინ ვარჯიშზე მასთან დაკავშირებული ინციდენტის გამო მთელ მადრიდში რეკდა ზარები, თუმცა ცოტა ხანში მან ყველა დაამშვიდა:”დღევანდელი ინციდენტის მიუხედავად, თავს კარგად ვგრძნობ და მილანისთვის მზად ვიქნები.”
href=”http://fanebi.com/wp-content/uploads/2016/05/dd3.jpg”>