“ამკარმა” ბათუმის “დინამოს” ჯიქიას გოლით მოუგო
თურქულ შეკრებაზე ბათუმის “დინამომ” მორიგი საკონტროლო მატჩი გამართა. ამჯერად ზღვისპირელთა მეტოქე რუსული პრემიერლიგის ბინადარი, პერმის ამკარი იყო, რომელამც საქართველოს ვიცე-ჩემპიონი მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი მეორე ნახევარში გიორგი ჯიქიამ გაიტანა, რომელიც პერმულ კლუბში სინჯებზე იმყოფება და გასული სეზონი რუსეთის პირველ დივიზიონში, “ხიმიკის” შემადგენლობაში ჩაატარა.
ბათუმელებამ “ამკართა” შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: ალავიძე, ქორიძე, ტეტუნაშვილი, გოგიტიძე, მაკარიანი, ვარშანიძე, ჩირიკაშვილი, დიასამიძე, ჭკუასელი, თევდორაძე ბერიაშვილი.