ამხანაგური მატჩი თბილისელ სტუდენტებთან

თარიღი: თებერვალი 7, 2015

მიმდინარე წლის 7 თებერვალს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა – ზესტაფონელთა თბილისის საწვრთნელ ბაზაზე გამართულ საკონტროლო შეხვედრაში მარგველები პირველი ლიგის კიდევ ერთ წარმომადგენელ საფეხბურთო კლუბ ”სტუ-ნორჩ დინამოს” დაუპირისპირდნენ.

იმერული გუნდის დამრიგებელმა გიორგი მიქაძემ მოედანზე შემდეგი შემადგენლობა გაიყვანა: კუპატაძე (ზუროშვილი, 46),მთივლიშვილი (ბენაშვილი, 46), რობაქიძე (ქურდაძე, 46), ხიზანეიშვილი (ლომაია, 46), ვ. ხორგუაშვილი (მჭედლიშვილი, 46), ნემსაძე (მარაქველიძე, 46), გაჩეჩილაძე (გაგოშიძე, 46), რაჟამაშვილი (შენგელია, 46), პ. ხორგუაშვილი (მესხი, 46), სამუშია (ხაბელაშვილი, 46), ჯერემია (ილურიძე, 46).

იმერლებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და უკვე 2-ე წუთზე ანგარიშიც გახსნეს – გოლი მეკარესთან პირისპირ გასულმა დავით რაჟამაშვილმა გაიტანა. მატჩი ამის შემდეგაც “ზესტაფონის” უპირატესობით წარიმართა – მარგველები სახიფათო მომენტებს მრავლად კი ქმნიდნენ, თუმცა გურამ სამუშიას, დავით რაჟამაშვილისა და ჯონი ჯერემიას დარტყმებს სიზუსტე აკლდა…

მეტოქის ნახევარზე გადასვლა სტუდენტებმა მხოლოდ ტაიმის მიწურულს მოახერხეს, სამაგიეროდ პირველივე მათი მცდელობა წარმატებული გამოდგა – 37-ე წუთზე მიზანს ლევან მაჭავარიანის უძლიერესმა დარტყმამ მიაღწია. 40-ე წუთზე ზესტაფონელები ისევ წინ გავიდნენ – ამჯერად გურამ სამუშიას თავური დარტყმა “სტუ”-ს გოლკიპერისათვის აუღებელი აღმოჩნდა.

მეორე ტაიმის დებიუტში (48-ე წუთი), ივანე ხაბელაშვილის კარგი გარღვევის, ზუსტი გადაცემისა და გიორგი ილურიძის თავურის შემდეგ, ანგარიში კიდევ უფრო გაიზარდა. ამის შემდეგ კი იმერლებმა რატომღაც ნაადრევად ირწმუნეს, რომ მატჩი მოგებულია და ამისთვის მალევე დაისაჯნენ კიდეც – თბილისელთაგან ერთ-ერთმა გამორჩეულმა დათა მიქაძემ 55-ე და 59-ე წუთებზე გატანილი გოლებით დუბლი შეასრულა და ანგარიში საყაიმო გახადა.

მოვლენათა ასეთმა მოულოდნელმა განვითარებამ უკვე ზესტაფონელები შეაგულიანა – მათ მატჩის დასკვნითი ნაწილი მეტოქის ნახევარზე იერიშებში გაატარეს. რაც შეეხება იმერელთათვის გამარჯვების მომტან გოლს, ის 70-ე წუთზე 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმით გიორგი ილურიძემ გაიტანა – 4-3.

მორიგ საკონტროლო შეხვედრას ზესტაფონელები 11 თებერვალს გამართავენ – მარგველები რუსთავის საფეხბურთო კლუბ “მეტალურგს” დაუპირისპირდებიან.

fczestafoni.ge

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ერლინგ ჰოლანდი: “ტელეფონის მაღვიძარის მელოდიაზე ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი მაქვს შერჩეული

“სალსბურგის” 19 წლის თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა მორიგი სახალისო კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ ყოველ დილას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ახლა დაუბრუნდით ბეისბოლის ყურებას” – იბრაჰიმოვიჩმა “ლოს ანჯელეს გ

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა “ლოს ანჯელეს გალაქსი” ოფიციალურად დატოვა. შვედმა თავდამსხმელმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევანდოვსკიმ ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა

მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა. პოლონელი ფეხბურთელმა მადრიდის “რეალის”...
წაკითხვა
ფეხბურთი

პეტი: “არსენალს” ისეთი დიდი ლიდერი სჭირდება, როგორიც სტივენ ჯერარდია”

ლონდონის “არსენალის” ყოფილი ნახევარმცველი, ემანუელ პეტი, თვლის, რომ უნაი ემერიმ “არსენალში” თავისი შესაძლებლობები ამოწურა და [...
წაკითხვა
ფეხბურთი

დავიდ ვილამ კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო

ესპანური ფეხბურთის ლეგენდამ, დავიდ ვილამ, ფეხბურთელის კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” ყ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერთადერთი შემთხვევა, როცა მესიმ მეტოქეს მაისურის გაცვლა სთხოვა

“ბარსელონას” სუპერვარკსვლავ ლიონელ მესის მეტოქეები მაისურს ხშირად სთხოვენ, თუმცა თავად მან მხოლოდ ერთ ფეხბურთელს სთხოვა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რას აკეთებდა კარიმ ბენზემა “ეიბართან” მატჩის მიმდინარეობისას (ვიდეო)

9 ნოემბერს, ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში მადრიდის “რეალმა” სტუმრად “ეიბარი” 0:4 დაამარცხა. მატჩის მიმდინარეობისას, ბენზემ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიუნდოგანმა ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

“მანჩესტერ სიტისა” და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველს, ილკაი გიუნდოგანს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება სთხოვეს. მან [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

სანტიაგო სოლარი “რეალში” დაბრუნდა

მადრიდის “რეალის” ყოფილი ნახევარმცველი და ექს-მწვრთნელი სანტიაგო სოლარი “სამეფო კლუბში” დაბრუნდა. “მარკას” ცნობით,...
წაკითხვა
ფეხბურთი

კიელინი: “სამწუხაროდ, “მილანის” ფანი ვიყავი, თუმცა შემდეგ დავჭკვიანდი

ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდამ პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ ადრეულ წლებში “მილანისა” და პაულო მალდინის ფანი იყო. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

VAR-ის ხელმძღვანელობა: “ინგლისში ჩვენ მუშაობას 7 ქულით შევაფასებდით”

პრემიერ ლიგაში VAR-ის ხელმძღვანელმა და ყოფილი არბიტრმა, ნილ სუორბრიკმა, ბრიტანეთში ახლად დანერგილი სისტემის მუშაობა შეაფასა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონამ” ისტორიაში პირველად წარადგინა მეოთხე ფორმა (ვიდეო)

“ბარსელონამ” ისტორიაში პირველად წარადგინა მეოთხე სათამაშო ფორმა. 2019/20 წლების სეზონის მეორე ფორმა კატალონიის დროშის ფერებში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ სიტი” ზამთარში 100 მილიონს დახარჯავს

პრემიერ ლიგის 2019/20 წლების სეზონის 12 ტურის შემდეგ “ლივერპული” სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს 34 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიხაილოვიჩმა იბრაჰიმოვიჩი “ბოლონიაში” მიიწვია

“ლოს ანჯელეს-გალაქსის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა, იტალიის სერია А-ში დაბრუნდეს, თუმცა არა ქვეყნის რომელიმე წამყვან [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

რაჰიმ სტერლინგი მონტენეგროსთან არ ითამაშებს

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, მონტენეგროსთან გასამართ მატჩში რაჰიმ სტერლინგი ინგლისის ნაკრების განაცხადში აღარ […]...
წაკითხვა