“ამოიღო იარაღი და მესროლა ორჯერ” – დაჭრილი მორაგბე განცხადებას აქვეყნებს

თარიღი: სექტემბერი 18, 2020

რაგბის კავშირის შენობაში დაჭრილმა მორაგბემ, რამაზ ხარაზიშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა.

როგორც იცით, ინციდენტი 16 სექტემბერს მოხდა. “იუნკერების” კაპიტანი ხარაზიშვილი ფეხში დაჭრეს.


იხილეთ რამაზ ხარაზიშვილის განცხადება:

“გამარჯობა. ძალიან დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და ყურადღებისთვის. ამჟამად კარგად ვარ , სახლში ვიმყოფები და მაქვს წოლითი რეჟიმი. საბედნიეროდ ძვალი არ არის დაზიანებული და ოპერაციამაც მარტივად ჩაიარა. ყველამ, ვინც მომიკითხა და ყურადღება გამოიჩინა, კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი.

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა და ბოდიში მინდა მოვუხადო საზოგადოებას ამის გამო. მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად არანაირი ბრალი არ მიმიძღვის გუშინდელ შემთხვევაზე, გარედან მაინც ძალიან არასასიამოვნო შესახედია ეს ფაქტი ხალხისთვის, რაც თავის მხრივ აზიანებს აქამდე სიმწრით და წვალებით მოტანილ სარაგბო რეპუტაციას. რაგბი, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი სპორტი, ეკუთვნის საზოგადოებას და სპორტსმენისთვის ყოველთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა ღირსეულად წარმოადგენდეს ამა თუ იმ სახეობას.

რაც შეეხება გუშინდელ შემთხვევას:
მოგეხსენებათ, ვარ კლუბების საინიციატივო ჯგუფის წევრი და კავშირის საკონსულტაციო საბჭოს წევრი, რომელიც სახელმწიფო მხარდაჭერით შეიქმნა (ბოლო დროს ძალიან ბევრი კარგი საქმე უკავშრდება ამ ჯგუფს და საბჭოს). გუშინ მივდიოდი რაგბის კავშირში სამუშაო შეხვედრაზე, სადაც უნდა მომხდარიყო განხილვა კოვიდსიტუაციასთან დაკავშირებით და კლუბები უნდა გაცნობოდნენ პროტოკოლებს ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით. რა დროსაც კარებთან დამხვდა ნასვამი მერაბ ბესელია (რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი), რომელიც ბოლო დროს საერთოდ ჩამოშორებულია საქმიანობას და არც მანამდე გამოირჩეოდა დიდი შრომისმოყვარებით. მას და გამგეობის თავმჯდომარეს ჰქონდათ დაძაბული საუბარი, რა დროსაც დამიძახა, დამისვა სხვადასხვა პროვოკაციული კითხვ, იყო აგრესიული და როდესაც ჩემგან მიიღო ადეკვატური პასუხები და კონტრკითხვაზე პასუხი ვეღარ გამცა, ამოიღო იარაღი და მესროლა 2-ჯერ. ამ დროს ხელში მეჭირა წყლის ბოთლი, ყავა და ვიყავი ზურგჩანთით. ამით იმის თქმა მინდა, რომ არანაირი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა ჩვენ შორის არ ყოფილა სანამ იარაღს ამოიღებდა და მესროდა. არც მანამდე მქონია მასთან დაპირისპირება და კავშირის არცერთ მოქმედ თუ ყოფილ ჩინოვნიკს არ დავპირისპირებივარ!!! ერთადერთი, რასაც ვაკეთებდი ბოლო თვეების განმავლობაში იყო ის, რომ ვსაუბრობდი ფაქტებით და ვსაუბრობდი სიმართლეს!

რაგბის სამყაროში დაპირისპირება არსებობს და ეს გუშინდელმა ფაქტმაც დაამტკიცა, მე და იმ ბიჭებს (საინიციატივო ჯგუფი და თითქმის ყველა ქართული კლუბის წარმომადგენელი), ვინც სიმართლეს ვლაპარაკობთ ვერც იარაღით შეგვაშინებენ და ვერც სხვა რადიკალური ქმედებებით, მაგრამ საზოგადოების თვალში რეპუტაცია ნამდვილად გვეცლება და ჩვენი ყველაზე დიდი გულის წუხილი ამას შეეხება. ეს უარყოფითად იმოქმედებს მომავალი თაობის რაგბით დაინტერესებაზე და აუცილებლად, სასწრაფოდ არის გამოსასწორებელი!!!

ყველასთვის ცნობილი და მარტივად გასაგები რომ გახდეს, რაგბის სამყარო ისევ ისეთია როგორიც იყო და რითიც აქამდე ასე ვამაყობდით, უბრალოდ აქ არის ერთ მხარეს პატიოსანი და მშრომელი, მოთამაშეები, მწვთნელები და ის ხალხი, ვის მხრებზეც ყველაფერი გადადის, ხოლო მეორე მხარეს ჩინოვნიკების ჯგუფი, ადამიანები, რომლებიც ბოლო 10 წელია მართავენ კავშირს, რაგბი ჩაძირეს და კრიზისამდე მიიყვანეს. ესეც არ აკმარეს და ახლა ჩირქს ცხებენ გუშინდელის მსგავსი ქმედებებით და ხალხის თვალში უკარგავენ ყველანაირ პატივისცემას.

საბოლოოდ, არ მინდა რაიმე პოლიტიკური განცხადების გაკეთება, რადგან ჩემი ადგილი არის მოედანზე, მე ვარ მოქმედი მორაგბე და რომ არა ეს გაუსაძლისი პრობლემები, საერთოდ არ ჩავერთვებოდი ამ პროცესებში. ამიტომ ჩემი პირველი ამოცანა დღეს მოედანზე დაბრუნებაა და ამას ძალიან მალე მოვახერხებ.

ასევე, მინდა აღვნიშო რომ ჩვენი ყურადღება გადატანილი უნდა იყოს 8 ერის ტურნირისკენ, სადაც საქართველოს ნაკრები და მსოფლიოს უძლიერესი 7 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა ქართული რაგბის ისტორიაში. სამწუხაროდ, შიდა წინააღმდეგობების გამო, ჩვენს მთავარ ამოცანას და მიზანს მოწყვეტილები ვართ და გვიწევს იმ კლანისგან შიშველი ხელებით თავის დაცვა, რომელიც წესით რაგბის განვითარებაზე უნდა ზრუნავდეს და არა თავიანთ კეთილდღეობაზე!!!” – ვკითხულობთ განცხადებაში.



მსგავსი სიახლეები
რაგბი

სოსო ტყემალაძე: “იტალიელთა პრეზიდენტი არასპორტულად მოიქცა”

რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ ვახო ხუზმიაშვილის “თავისუფალ სივცრცეში” საინტერესო ისტორია მოჰყვა. “ჩვენ თამაშამდე ერთ-ე...
წაკითხვა
რაგბი

“ქართველებისთვის ექვსი ერის კარი კვლავ დახურულია”

საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში პირველად ტიერ ერთის ნაკრებს მოუგო. ბორჯღალოსნებმა იტალია 28-19 დაამარცხეს და ექვს ერში […]...
წაკითხვა
რაგბი

მერაბ შარიქაძე: “საყვედურს არავის ვეუბნები, მაგრამ საწყენია მუდმივი კრიტიკა”

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ მატჩში, ესპანეთთან გამარჯვების (49:15) […]...
წაკითხვა
რაგბი

დიმიტრი ბასილაია – ქართველი მორაგბე, რომელიც უკრაინელ ჯარისკაცებს ცხელი საჭმელით ამა

საქართველოს ნაკრების ყოფილი მორაგბე დიმიტრი ბასილაია კიევის სარაგბო გუნდს წვრთნის. გარდა ამისა, უკრაინაში მეგობრებთან ერთად […]...
წაკითხვა
რაგბი

საქართველო – რუსეთის თამაში არ ჩატარდება

საქართველოსა და რუსეთს შორის 27 თებერვალს გასამართი მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. 2022 წლის რაგბი ევროპის […]...
წაკითხვა
რაგბი

ყაველაშვილი: “გარკვეული ორგანიზაციები რუსეთთან თამაშის ჩაშლას აპირებენ”

სპორტის კომიტეტის თავჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა 27 თებერვალს საქართველო – რუსეთის რაგბის თამაშის შესახებ ისაუბრა. “ყველა […]...
წაკითხვა
რაგბი

რუსეთმა “რაგბი ევროპას” მიმართა – საქართველოს რაგბის კავშირმა უკრაინული

27 თებერვალს საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურში, თბილისში, “დინამო არენაზე” რუსეთს უმასპინძლებს. […]...
წაკითხვა
რაგბი

ნიკოლოზ ნარმანია: “საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში არ შემიძლია”

რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა, ნიკოლოზ ნარმანიამ განაცხადა, რომ ის საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არ ითამაშებს. ფრანგული […]...
წაკითხვა
რაგბი

“შემირცხვენია ყველა ის მორაგბე, რომელიც რუსებს მოემსახურება”

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ირაკლი ჩომახაშვილმა ქართველი მორაგბეების რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად შეკრებაზე სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
რაგბი

რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს

რაგბის კავშირმა რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად ქუთაისში შეკრების გამართვაზე განცხადება გაავრცელა. “გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში […]...
წაკითხვა
რაგბი

“ოკუპანტს ხელგაშლილი ვხვდებით, ისე დავუმეგობრდით, ვეღარც მოვუგებთ”

საქართველოს 7-კაცა ეროვნული ნაკრები 24 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე ქუთაისში შეკრებას რუსეთის 7-კაცა ნაკრებთან ერთად გაივლის. […]...
წაკითხვა
რაგბი

მამუკა გორგოძე: “ლაშა ყოველთვის წყნარად, თავჩაღუნული მიყვებოდა თავის საქმეს”

ლეგენდარული მორაგბემ მამუკა გორგოძემ გადაცემაში “სპორტი იმედზე” ლაშა შავდათუაშვილზე ისაუბრა. “ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი ამ ბიჭ...
წაკითხვა
რაგბი

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება თეა წულუკიანზე

საქართველოს რაგბის კავშირი პასუხობს 20 იანვარს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც გაჟღერდა მცდარი მოსაზრება, რომ რაგბის […]...
წაკითხვა
რაგბი

ჩილაჩავამ ავსტრალიელ ჰუკერს სახეში ხელი უთავაზა (ვიდეო)

საფრანგეთის ტოპ 14-ში “კასტრი ოლიმპიკის” ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ ავსტრალიელი ჰუკერისგან ტოლუ ლატუსგან სახეში დარტყმა მიიღო, […]...
წაკითხვა