ამოუცნობი და რთულად პროგნოზირებადი – ოლივიე ჟირუ
2012 წლის ზაფხულში ლონდონის “არსენალი” მოლაპარაკებებს კავანისთან, ფალკაოსთან, ლევანდოვსკისთან, მანჯუკიჩთან და იბრაჰიმოვიჩთან აწარმოებდა, თუმცა საბოლოოდ ლონდონური კლუბის მაისური “მონპელიეს” შემტევმა, ოლივიე ჟირუმ მოირგო.
მოთამაშე უამრავი გამოუყენებელი მოენტის გამო კომიკურ პერსონაჟად იქცა და ხშირად ხდებოდა სხვადასხვა ხუმრობების მთავარი გმირი. ოლივიეს ყველა ცუდი თვისება 17 მარტს, “მონაკოსთან” ემირეითზე ჩატარებულ შეხვედრაში გამოვლინდა, თუმცა ზუსტად 17 დღეში ის პრემიერლიგის მარტის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ეს აღიარება ოლივემ სავსებით დამსახურებულად მიიღო. მარტში ჩატარებულ 4 მატჩში ჟირუმ საკუთარ აქტივში 5 გოლი და ერთი საგოლე გადაცემა ჩაიწერა.
“ევერტონის”, “ქპრ”-ს, “ვესტ ჰემის” და “ნიუკასლის” წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩებში ჟირუ ტოპ კლასის ფორვარდივით ირჯებოდა. მან ყველაზე მეტი ორთაბრძოლა მოიგო, მეტოქის მცველებს მოსვენებას არ აძლევდა, გოლების გატნა შეძლო როგორ თამაშიდან, ასევე სტანდარტული სიტუაციებიდან და გუნდის ნამდვილი ლიდერი იყო.
თუმცა, ფრანგი შემტევის მთავარი პრობლემა სტაბილურობის ნაკლებობაა. შესანიშნავ მარტამდე, ზედიზედ სამ შეხვედრაში ჟირუმ 2013 წლის მარტში გაიტანა. გამომდინარე იქიდან, რომ “არსენალს” ტიტულების მოგებაზე აქვს განაცხადი გაკეთებული, მას სწორედ ტოპ დონის შემსრულებლები სჭირდება, ისეთები როგორიც მაგალითად ფრანგის პარტნიორი, ალექსის სანჩესია.
ოლივიე კი პერიოდულად საერთოდ ქრება საფეხბურთო რადარებიდან. მაგრამ ახლა სწორედ ის დროა, როდესაც ჟირუ ვარსკვლავური ფორვარდების რიგში შეუძლია გადასვლა.
– ასეთ მაღალ დონეზე ჩემი კარიერის განმავლობაში ჯერ არ მითამაშია – აღიარებს თავად ფეხბურთელი.
– 22 წლის ასაკში ჟირუ საფრანგეთის მესამე დივიზიონში თამაშობდა და მას ყურადღებას არავინ აქცევდა. მაგრამ ეს ბიჭი მუდმივად პროგრესირებს და დარწმუნებული ვარ, რომ ის გაჩერებას არ აპირებს. – ამბობს არსენ ვენგერი.
თანმედროვე ფეხბურთში მოთამაშის იმიჯი და ეფექტურობა ხშირ შემთხვევაში მოედანზე მის ეფექტიანობას ჩრდილს აყენებს. რუდ ვან ნისტელროი პრემიერლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფორვარდი იყო, თუმცა მეტოქეებს ის საოცარი ტექნიკით ან ყუმბარისებული შორეული დარტყმებით არ ებრძოდა. მისი საქმე გოლების გატანა იყო, რასაც ის დიდებულად აკეთებდა.
ჰოლანდიელის გზის განმეორება ჟირუსაც შეუძლია. ცნობილია, რომ “ემირეითზე” საფეხბურთო სპექტაკლები მოყვარულები უფრო დადიან და არა ჟირუს უხეში სტილის მსგავსის თაყვანისმცელმები. აქედან გამომდინარე სკეპტიციზმი ფრანგის მიმართ სავსებით გასაგებიც არის.
– არ მაინტერესებს რას ამბობენ და ფიქრობენ ჩემს შესახებ სხვები. ვიცი, რომ ფეხბურთის თამაში კარგად შემიძლია – ამბობს ჟირუ, რომელიც საკუთარ თავში დარწმუნებულია. ახლა კი მთავარია, მან სხვებიც დაარწმუნოს, რომ გასული თვის საუკეთესო მოთამაშისთვის დაწესებული პრიზი ტყუილად არ მიუღია.
– 2001 წელს რუდ ვან ნისტელროის მოწვევას ბევრი გაკვირვებით შეხვდა, – იხსენებს ალექს ფერგიუსონი. – “მანჩესტერის” თავდასხმაში ნებისმიერი ინგლისელი მეთევზეც კი უფრო ორგანულად ჩაჯდებოდა. მაგრამ, მასში ის დავინახე, რაც სხვებმა ვერ შეამჩინეს. ეს ადამიანი გოლების გასატანად დაიბადა.
ახლა გასარკვევი მხოლოდ ის დარჩა, თუ რისთვის არის დაბადებული ოლივიე ჟირუ, პრემირელიგის გასული თვის საუკეთესო მოთამაშე, რომელმაც აპრილი “ლივერპულის” კარში გატანილი გოლით დაიწყო.