დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გამართული ამპუტანტ ფეხბურთელთა ჩემპიონთა ლიგის პირველი გათამაშება „ორტოტეკ გაზილერის“ გამარჯვებით დასრულდა. თურქულმა კლუბმა ფინალურ შეხვედრაში დინამო ალტაი დიდი ანგარიშით 7:0 დაამარცხა და ტიტულის მფლობელი გახდა.
ევროპის ამპუტანტ ფეხბურთელთა ფედერაციის მიერ ორგანიზებული ჩემპიონთა ლიგის გათამაშება, რომელიც თბილისში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა ექვსი გუნდი მონაწილეობდა. მესამე საპრიზო ადგილი ვარშავის ლეგიამ დაიკავა. პოლონურმა კლუბმა დაძაბულ ბრძოლაში ირლანდიური კორკ სიტი 3:2 დაამარცხა.
ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე გამორჩეულმა გუნდებმა და მოთამაშეებმა სპეციალური პრიზები მიიღეს. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში ევროპის ამპუტანტ ფეხბურთელთა ფედერაციის პრეზიდენტი მატეუშ ვიდლაკი, გენერალური მდივანი საიმონ ბეიკერი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი მონაწილეობდნენ.
ტურნირის ინდივიდუალური პრიზები
საუკეთესო მეკარე – ფილიპ გრეისი (ევერტონი)
ჩემპიონთ ლიგის ბომბარდირი – სავაშ კაია 9 გოლი (ორტოტეკ გაზილერი)
საუკეთესო ფეხბურთელი – აბდერაუფ უჩენე (ორტოტეკ გაზილერი)
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა თურქულმა კლუბმა, თბილისში გამართული ოთხივე მატჩი მოიგო, 27 გოლი გაიტანა და საკუთარ კარში გოლი არ მიუღია.
ტურნირის საბოლოო ცხრილი
1.ორტოტეკ გაზილერი (თურქეთი)
2.დინამო ალტაი (რუსეთი)
3.ლეგია ვარშავა (პოლონეთი)
4.კორკ სიტი (ირლანდია)
5. ევერტონი (ინგლისი)
6. თბილისი (საქართველო)
ფინალი | ორტოტეკ გაზილერი – დინამო ალტაი 7:0
ორტოტეკ გაზილერი: არსლანი, ტასტანი, ედინჩი, უჩენე, კაია, კურუიამაჯი, გულესი.
სათადარიგო შემადგენლობა: კარაასლანი, კეიო, ბოზკუსი, საღლამი, მუტაევი.
მთავარი მწვრთნელი: ისმაილ თემიზი
დინამო ალტაი: ოშეპკოვი, კრივოლუცკი, კინაკინი, გოტოვსკი, ჟილინი, მოშკინი.
სათადარიგო: ტელუქსი
მთავარი მწვრთნელი: სერგეი კვასოვი
გოლები: გულესი (6, 7), კრივოლუცკი (ს.კ) (36), კურუიამაჯი (38), კაია (40, 43, 48)
პირველი ნახევარფინალი | დინამო ალტაი – ლეგია 4:1
დინამო ალტაი: ოშეპკოვი, უპოლოვი, ასტაპენკო, გოტოვსკი, შუკუროვი, ჟილინი, მოშკინი.
სათადარიგო: კინაკინი, ტელუქსი, კრივოლუცკი.
მთავარი მწვრთნელი: სერგეი კვასოვი
ლეგია: პოპლავსკი, ბამგბოპა, კოზუჩი, სტანეცკი, კრშჟიშეკი, კაბალა, კუსინსკი.
სათადარიგო: ზდზიბორსკი, ვიკროტა, ზებროვსკი, კლესნიაკი, კარშევსკი.
მთავარი მწვრთნელი: მატეუშ სჩეპანიაკი
გოლები: გოტოვსკი (3) – შუკუროვი (10) – კოსინსკი (29) – ჟილინი (39) – ოპოლოვი (48)
მეორე ნახევარფინალი | ორტოტეკ გაზილერი – კორკ სიტი 8:0
ორტოტეკ გაზილერი: არსლანი, ტასტანი, ედინჩი, უჩენე, კაია, კეიო, გულესი.
სათადარიგო შემადგენლობა: კარაასლანი, კურუიამაჯი, ბოზკუსი, საღლამი, მუტაევი.
მთავარი მწვრთნელი: ისმაილ თემიზი
კორკ სიტი: დაფი, საუნდერსი, შ. მერფი, კეჰილეინი, ო’ რურკი, მაკევოი, რ. მერფი.
სათადარიგო: კორქერი, ჰოი, ბლაგი, ჰიკი.
მთავარი მწვრთნელი: კრისტოფერ მაკდერმოტი
გოლები: უჩენე (3, 9), გულესი (26, 29), კაია (32, 33), ბოზკუსი (47), უჩენე (49)
მატჩი მესამე ადგილისთვის | ლეგია – კორკ სიტი 3:2
ლეგია: პოპლავსკი, ბამგბოპა, კოზუჩი, სტანეცკი, ვიკროტა, კაბალა, კუსინსკი.
სათადარიგო: ზდზიბორსკი, კრშჟიშეკი, ზებროვსკი, კლესნიაკი, კარშევსკი.
მთავარი მწვრთნელი: მატეუშ სჩეპანიაკი
კორკ სიტი: დაფი, საუნდერსი, შ. მერფი, კეჰილეინი, ო’ რურკი, მაკევოი, რ. მერფი.
სათადარიგო: კორქერი, ჰოი, ბლაგი, ჰიკი.
მთავარი მწვრთნელი: კრისტოფერ მაკდერმოტი
გოლები: კოზუჩი (2) – რ. მერფი (4) – კეჰილეინი (22) – კოზუჩი (27) – კაბალა (41)
მატჩი მეხუთე ადგილისთვის | თბილისი – ევერტონი 0:4
თბილისი: მეგრელიშვილი, სამხარაძე, ჩაჩანიძე, შატვეროვი, შაუმიანი, ბაბუციძე, გოგიტიძე.
სათადარიგო: ჩადუნელი, უჩავა, გელაშვილი, დუმბაძე, მუმლაძე, ორობინსკი.
მთავარი მწვრთნელი: თამაზ შამუგია
ევერტონი: გრეისი, ჯონსონი, ჰილდი, ტვიდი, ოკი, რამსდენი, ვოლფენდენი.
სათადარიგო: მიჩელი, ბრიტლსი, რაიმსი, სეპტონი.
მთავარი მწვრთნელი: მარკ დოლანი
გოლები: რამსდენი (19) – ტვიდი (29) – რამსდენი (38) – ჰილდი (39)