ანანიძე: “წელს “ვალენსია”, “ვილიარეალი”, “ოლიმპიაკოსი” და “ფრაიბურგი” მიწვევდნენ”
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველმა, ჯანო ანანიძემ რუსულ “სპორტ-ექსპრესს” ინტერვიუ მისცა, სადაც თავის მსურველ კლუბებზე ისაუბრა.
“ვიტესს” ჩემი შეძენა უნდოდა, მოლაპარაკებებში გიორგი ქინქლაძეც იყო ჩართული, თუმცა “სპარტაკის” გენერალურმა დირექტორმა, ასხაბაძემ უარი თქვა. როდესაც 17 წლის ვიყავი, ჩემი შეძენა ლონდონის “არსენალს” სურდა, ყველაფერი ნათელი იყო, მაგრამ “სპარტაკმა” ჩემი გაყიდვა არ მოინდომა.
წელს შემოთავაზებები “ვალენსიადან”, “ვილიარეალიდან”, “ოლიმპიაკოსიდან” და “ფრაიბურგიდან მქონდა. მათ სურდათ, რომ “სპარტაკთან” კონტრაქტი არ გამეხანგძლივებინა, შემდეგ კი თავისუფალი აგენტის სტატუსით ამიყვანდნენ. მაშინ, გადაწყვეტილების მიღება სარისკო იყო. ნოემბერში რომ ტრავმა მიმეღო? თუმცა, მთავარი მხოლოდ ეს არ არის, “სპარტაკში” სხვა მწვრთნელი რომ გვყოლოდა, წავიდოდი”, – განაცხადა ანანიძემ.
შეგახსენებთ, რომ ჯანომ მოსკოვურ კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონში 2021 წლამდე გაახანგძლივა.