ანანიძემ რუსეთის თასზე გაიტანა
26 მარტს, რუსეთის თასზე მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა. ჯანო ანანიძის “როსტვომა” საკუთარ მოედანზე რანგით მეორე ლიგელ “როტორს” უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებლად, ანგარიშით 3:0 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ როსტოველთა გამარჯვებაში თავისი წვლილი ქართველმა ნახევარმცველმაც შეიტანა – ჯანომ მე-60 წუთზე სხვაობა ორამდე გაზარდა.