ანანიძის “სპარტაკმა” “ზენიტთან” უპირატესობა ვერ შეინარჩუნა
რუსული პრემიერ ლიგის 26-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში “სპარტაკმა” “ზენიტს” უმაპსინძა და მეტოქეს მინიმალური სხვაობით ამარცხებდა კიდეც, თუმცა 91-ე წუთზე გოლი მიიღო და მხოლოდ ფრეს დასჯერდა.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, ჯანო ანანიძე მოსკოველთა განაცხადში კი იყო, თუმცა მოედანზე გასვლის საშუალება მას არ მისცემია.
26 ტურში მოპოვებული 43 ქულით “სპარტაკი” რუსული პრემიერლიგის მე-6 პოზიციაზეა.