ანატოლი ბოისა ამერიკიდან დიდი გამოცდილებითა და შთაბეჭდილებებით დაბრუნდა

თარიღი: ივლისი 26, 2019

ახალგაზრდა, დამწყებმა მწვრთნელმა, ანატოლი ბოისამ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის დახმარებით ამერიკაში 2 მნიშვნელოვან ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. 26 ივნისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით საკრამენტოში გამართულ “კალიფორნია კლასიკ ლიგაში” იმუშავა, ხოლო შემდეგ ნევადაში გადაინაცვლა და ლას ვეგასის საზაფხულო ლიგაზე “საკრამენტო კინგსის” სამწვრთნელო შტაბის საქმიანობაში აქტიურად იყო ჩართული.

ბოისას ამერიკაში გამგზავრება საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და “საკრამენტო კინგსს” შორის წარმოებული კომუნიკაციის შედეგად განხორციელდა. ამერიკულ შთაბეჭდილებებზე თავად ანატოლი ბოისა გვიამბობს:

თავდაპირველად მონაწილეობა მივიღე “კალიფორნია კლასიკ ლიგაში”, რომელშიც მასპინძელ საკრამენტო კინგსთან ერთად ლოს ანჯელეს ლეიკერსი, მაიამი ჰითი და გოლდენ სტეიტ უორიორსი ასპარეზობდა. საკრამენტოში რამდენიმე დღით ადრე ჩავედი და რამდენიმე ინდივიდუალურ ვარჯიშს დავესწარი, რაც ძალიან სასარგებლო იყო ჩემთვის. ვნახე, როგორ უდგებიან საქმეს როგორც ფიზმომზადების, ისე ასისტენტი და მთავარი მწვრთნელები. ძალიან ბევრი საინტერესო დეტალია, რომელიც მწვრთნელებისა და მოთამაშეების ურთიერთობას ახლავს. ძალიან ბევრია დამოკიდებული მოთამაშეების პროფესიონალიზმზე. მწვრთნელს არ უწევს ბევრი ახსნა სათამაშო დეტალების, რადგან ყოველი მოთამაშე მაქსიმალურადაა კონცენტრირებული. მქონდა მჭიდრო ურთიერთობა “საკრამენტოს” გენერალურ მენეჯერ ვლადე დივაცთან, რომელიც საქართველოს კალათბურთის ფედერაციაში მსაჯთა მოწვეული ეროვნული ინსტრუქტორის – დრაგან ნეშკოვიჩის მეგობარია და ყველაფერში გვერდით მედგა.

თავდაპირველად იგეგმებოდა ჩემი მონაწილეობა მხოლოდ “კალიფორნია კლასიკ ლიგაში”, თუმცა საკრამენტო კინგსის ხელმძღვანელებთან კომუნიკაციის შემდეგ შევთანხმდით, რომ როგორც “საკრამენტოს” სამწვრთნელო შტაბის წევრი მონაწილეობას მივიღებდი ლას ვეგასის ცნობილ საზაფხულო ლიგაზე. ამ ყველაფერმა ჩემს მოლოდინს გადააჭარბა, რადგან არ ველოდი, რომ ნბა-ს კლუბის სამწვრთნელო საკითხებში ასეთი აქტიური ჩართულობის უფლებას მომცემდნენ. ამაში იმას ვგულისხმობ, რომ ლას ვეგასის ლიგაზე 2 მატჩის განხილვა მთლიანად მე მებარა. განხილვაში შედიოდა როგორც მეტოქე გუნდის სკაუტინგი, ისე ამის შესახებ გუნდთან მატჩის წინ საუბარი. ეს ჩემთვის იყო უდიდესი გამოცდილება და თავდაჯერება, რადგან ერთია, როცა ამას შენს მეგობრებთან აკეთებ და მეორე, როცა ამის გაკეთება გიწევს ნბა-ს მოქმედი მოთამაშეების წინ.

საკრამენტოს შემადგენლობაში შედიოდნენ დრაფტზე წლეულს არჩეული მოთამაშეები – ჯასტინ ჯეიმსი და კაილი გაი. ასევე გუნდთან ერთად იყვნენ ცნობილი მოთამაშეები – მარვინ ბეგლი, ჰარი გაილსი, იოჯი ფერელი, ბადი ჰილდი, დეარონ ფოქსი და ბოგდან ბოგდანოვიჩი. აქედან გამომდინარე, ფსიქოლოგიურ წნეხსაც ვგრძნობდი, რადგან ამ ცნობილ მოთამაშეებთან ერთად მატჩისწინა საუბარს ესწრებოდნენ საკრამენტოს მთავარი და ასისტენტი მწვრთნელებიც. ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს ძალიან კარგად გავართვი თავი, რაც ჩემთვის იყო ფასდაუდებელი, უდიდესი გამოცდილება.

თამაშის დროს საკრამენტოს სხვა მწვრთნელებთან ერთად მოთამაშეების უკან მდებარე სკამზე ვიჯექი და ყველას ჩვენი მისია გვქონდა. დავუშვათ ერთს ებარა იმის ჩანიშვნა, თუ რამდენჯერ შევიდოდა მეტოქის მოთამაშე ჩვენს სამწამიანში და რა შედეგით დასრულდებოდა ეს შეტევა – ალეუპით ჩაგვიგდებდა, ჩატენიდა, ააცელდა, პერიმეტრზე გაიტანდა ბურთს, თუ უბრალოდ, დაკარგავდა. თავიდან ამას ხელით ვითვლიდით, შემდეგ კი ალგორითმი მოიფიქრეს და კომპიუტერულად ვმართავდით მოედანზე მიმდინარე პროცესებს.

ლას ვეგასის საზაფხულო ლიგის ფარგლებში გაიმართა არაერთი ღონისძება, რომელთაგან დავესწარი და ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ორდღიანი ლექციები თემაზე: “როგორ უნდა გახდე წარმატებული მწვრთნელი”. ლექციებს ატარებდნენ უდიდესი სპეციალისტები: ნბა-ს მოქმედი ჩემპიონი “ტორონტოს” მწვრთნელი ნიკ ნერსი, დოკ რივერსი, ერიკ სპოლესტრა და სხვები. ჩემთვის ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჯერი ვესტთან შეხვედრამ. ცოცხალ ლეგენდას 5 წუთი გავესაუბრე და მან იცოდა საქართველოს შესახებ, ქართველი კალათბურთელების გვარები დამისახელა. მან კარგად იცოდა გოგა ბითაძის შესახებ, რომელიც წელს დრაფზე აირჩიეს და მის მომავალ კარიერაზე საკმაოდ მაღალი წარმოდგენის იყო.

ლექციებს მწვრთნელებთან ერთად გუნდის გენერალური მენეჯერები, პრეზიდენტები, მფლობელებიც კი ესწრებოდნენ. შევხვდი “დალას მავერიკსის” მფლობელ მარკ კუბანს, ასევე ნბა-ს არაერთ ცნობილ პერსონას. თამაშებს სისტემატურად ესწრებოდნენ კონკრეტული გუნდების ვარსკვლავები. მაგალითად ლეიკერსის თამაშებზე დადიონდნენ ლებრონ ჯეიმსი და ენტონი დევისი, ნიუ ორლეანსის თამაშებზე ლონზო ბოლი, ბრენდონ ინგრამი და სხვები. თუმცა ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი მწვრთნელებთან ურთიერთობა, მათი ფილოსოფიის გაგება და მიღებული მითითებები იყო. ამიტომაც მეტად მწვრთნელებთან ვურთიერთობდი.

რაც შეეხება ჩემს სამწვრთნელო კარიერას, ამჯერად არაოფიციალურად, მაგრამ ვმუშაობ რუსთავის გუნდში გეორგიოს კეცელიდისის ასისტენტად და დავრჩები იქ, თუკი ეს გუნდი სუპერლიგაში დარჩება. თუ არადა, ვნახოთ, რა იქნება. ჯერჯერობით შესწავლის პროცესში ვარ და ვივლი ეროვნული ნაკრების შეკრებაზეც, სადაც ილიას ზუროსისგან უდიდეს გამოცდილებას ვიღებ.

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას, რომ მაძლევს საშუალებას როგორც საქართველოში, ნაკრების მწვრთნელებთან ურთიერთობით მივიღო ცოდნა-გამოცდილება, ასევე მონაწილეობა მივიღო სართაშორისო სამწვრთნელო აქტივობებში.

GBF.ge



მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

“გამარჯობა და ღამე მშვიდობისა” | FIBA-ს კომენტატორის რეაქცია რატის ჩაჭრაზე

საქართველოს ნაკრებმა მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 82-76 დაამარცხა. 17 ქულა დააგროვა 21 წლის გამთამაშებელმა რატი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელიას NBA-ში დაბრუნება სურს

თორნიკე შენგელიამ “ვირტუსის” ბოლო მატჩში ტრავმა მიიღო და გარკვეულ პერიოდს გამოტოვებს. მიუხედავად მის მიმართ “ბარსელონას” [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

ყველაზე ფულიანები

ინტერნეტპორტალმა “სპორტიკომ” მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. რეიტინგს საკალათბურთო გუნდ “ლოს-ანჯე...
წაკითხვა
კალათბურთი

ტრაგედია – ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაზე მუშა გარდაიცვალა

უნივერსიტეტის ქუჩაძე, სადაც ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა მიმდინარეობს, 27 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. ჯაბა ქადამაძე შიდა […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თბილისის “დინამო” სუპერლიგიდან გავარდა

დღეს სუპერლიგის მორიგი მატჩები რეგიონებში გაიმართა. რუსთავში სათამაშოდ “ოლიმპი” ჩავიდა, ხოლო ქუთაისში – “ტიტები”. ორივეგან […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიას აღიარება: “რუსეთში არ უნდა წავსულიყავი”

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ Gazzeta.gr-სთან ცსკა-დან წამოსვლის შესახებ ისაუბრა. “ყველა ფიქრობს, რომ რთული გადაწყვეტილება [&...
წაკითხვა
კალათბურთი

“ბარსელონა” თორნიკე შენგელიას საოცარ პირობებს სთავაზობს

ჯერ კიდევ 9 მარტს დავწერეთ, რომ თორნიკე შენგელია კატალონიის “ბარსელონას” შეუთანხმდა და სწორედ ამიტომ გააფორმა […]...
წაკითხვა
კალათბურთი

იტალიური მედია: თორნიკე შენგელია “ბარსელონას” შეუთანხმდა

როგორც Eurohoops Corriere di Bologna-ზე დაყრდნობით წერს, თორნიკე შენგელია სეზონის დასრულების შემდეგ კარიერას “ბარსელონაში” გააგრძელებს. [&...
წაკითხვა
კალათბურთი

“საქართველოში წადი, იქ უფრო მეტს იხდიან” – შენგელიაზე რუსები გაბრაზებულე

თორნიკე შენგელიამ მოსკოვის “ცსკა” დატოვა და კარიერას იტალიურ “ვირტუსში” გააგრძელებს. შენგელიას იტალიაში გადასვლის შესახებ ინფო...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია “ბასკონიაში” ბრუნდება?

თორნიკე შენგელია ყოფილ კლუბ “ბასკონიასთან” მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამ ინფორმაციას ესპანური გამოცემა AS რუსულ წყაროებზე დაყრდნობით [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

მთავარი არხი: “თორნიკე შენგელიამ ცსკა დატოვა”

“მთავარ არხის” გადაცემა “სპორტი დიდ ქალაქში” წერს, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა [&hellip...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიამ უკრაინის მხარდასაჭერი პოსტი გამოაქვეყნა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მოსკოვის ცსკას კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ რამდენიმე წუთის წინ უკრაინის მხარდასაჭერი პოსტი […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რუსეთში მოთამაშე ქართველი ვარსკვლავები უკრაინას მხარდაჭერას ჯერჯერობით არ უცხადებენ

მთელი ქართული სპორტული სამყაროს წარმომადგენლები ბოლო ორი დღეა უკრაინას რუსეთთან ომში მხარდაჭერას სოციალურ ქსელში უცხადებენ. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ესპანელი ქომაგები უკრაინელ კალათბურთელებს ფეხზე წამოუდგნენ და ტაშით გააცილეს (ვიდეო)

24 თებერვალს, უკრაინის საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად, კორდობაში, ესპანეთს დაუპირისპირდა და 88:74 […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძეს ტუზი დაეცა – ბითაძე ლებრონ ჯეიმსის წინააღმდეგ

“ინდიანა პეისერსის” 22 წლის ქართველმა ცენტრმა “კლიპერსთან” მაილს ტერნერის ტრავმის გამო 24 წუთი ითამაშა და […]...
წაკითხვა