ანჩელოტი: “ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგება ისე რთული იქნება, როგორც არასდროს ყოფილა”
მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის დამდეგი სეზონის შესახებ ჟურნალისტებს საკუთარი მოლოდინი გაანდო.
“ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ მოგებაზე ვოცნებობ. განცდა მაქვს, რომ ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგება ისე რთული იქნება, როგორც არასდროს ყოფილა. დიდი ინგლისური კლუბები “ჩელსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” კვლავ გაგვიწევენ სერიოზულ კონკურენციას. “ბარსელონა” და “ბაიერნი” კვლავ შეეცდებიან ძველი დიდების დაბრუნებას.
“იუვენტუსი” რამდენიმე წარუმატებელი ცდის შემდეგ კიდევ ერთხელ შეეცდება ტიტულის მოპოვებას. “რეალის” მიზანი კი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მესამედ მოგება იქნება. არ უნდა დაგვავიწყდეს ამბიციური “პარი სენ-ჟერმენიც”. ჩემპიონთა ლიგაზე ასეთი ძლიერი კონკურენცია არასდროს ყოფილა”, – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს “კორიერე დელო სპორტი”.
შეგახსენებთ, რომ იტალიელმა სპეციალისტმა ჩემპიონთა ლიგა “მილანთან” ერთად ორჯერ, “რეალის” თავკაცის პოსტზე კი ერთხელ მოიგო.